დღეს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. ქართული კინოს გამორჩეული სახე, ხათუნა კოტრიკაძე 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. ,,ქართული კინოს მშვენება, ჩემი მეგობრის დედა და ბავშვობიდან ჩემთვის უსაყვარლესი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა. გამოსვენება კვირას, წინამძღვრიშვილის 112-დან”, – დაწერა პოლიტიკოსმა ეკა ხერხეულიძემ სოციალურ ქსელში. ბავშვურად უმანკო გამოხედვით, ნატიფი, ლამაზი, გამორჩეული ხიბლის მქონე გოგონა ცხვირზე საყვარელი ჭორფლით – ხათუნა კოტრიკაძე. ,,მეთხუთმეტე გაზაფხული”, […]
კატეგორია: მოზაიკა
,,გარდაცვლილი მამა გამომეცხადა, ხელი დამიქნია, გამიცინა და წავიდა…” – რას უყვებოდა სოსო ჯაჭვლიანი ,,სარკეს”
,,მთელი ცხოვრება ვგრძნობ, რომ რაღაც ძალა უკან დამყვება და საფრთხისგან მიცავს"
,,სარკე”, ლია ოსაძე მსახიობი და სპორტსმენი, სოსო ჯაჭვლიანი დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს. მას უამრავი ადამიანი დაემშვიდობა. სოსო ჯაჭვლიანს ,,სარკე” არაერთხელ შეხვედრია და საუბარში ის ხშირად აღნიშნავდა, რომ ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი ისე ხდება, როგორც უფლისგან არის ,,დაწერილი”. ერთ-ერთ ინტერვიუში სოსო ჯაჭვლიანმა განვლილ განსაცდელებზე გვიამბო: _ მთელი ცხოვრება ვგრძნობ, რომ რაღაც ძალა უკან დამყვება და როცა საფრთხე მელის, […]
დათვს ჯაჭვით კისერი აქვს გადაჭრილი – ,,ბელობის ასაკში დააბეს”
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ იფნარას ტყეში დათვი დააბმული ნახეს. ცხოველთა დამცველის, თამუნა გოგალაძის ცნობით, დათვი ბელობის დროსაა დაბმული, ამჟამად გაიზარდა და დახმარება ესაჭიროება. ,,ტყეში ჯაჭვზე დაბმულ დათვს სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება,რომელიც ბელობის ასაკში დააბეს, გაიზარდა და მარყუჟი ისე უჭერს ყელში, გადაჭრილი აქვს კისრის და ყელის არე”, – განაცხადა თამუნა გოგალაძემ 2024 წლის 10 თებერვალს. მან გარემოს დაცვისა […]
,,წარმოდგენა მიჭირს, როგორ მტოვებ მარტოს” – 20 წლის მოდელი მოულოდნელად გარდაიცვალა
რამდენიმე საათის წინ ძალიან მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. 20 წლის მოდელი, ელენე ეფრემიძე, მოულოდნელად გარდაიცვალა. ,,მეგობარო, ვერ გემშვიდობები. მიყვარხარ და სულ ისე მეყვარები, როგორც პირველი გაცნობისას. ფერადი, თვალებციმციმა და თავისუფალი ადამიანი მტოვებს. იქ, ზევით მშვიდად განისვენე. მფარველი ანგელოზი იყავი მიწაზეც და ზეცაშიც. ასე დატოვება შეცდომა იყო. შენი ხმა გონებაში მიტრიალებს და წარმოდგენა მიჭირს, როგორ მტოვებ მარტოს”, […]
დათი გავაშელს ეძებენ – ,,გთხოვთ, დამეხმარეთ, მხოლოდ თქვენი იმედი გვაქვს”
თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს, დათი გავაშელს, ეძებენ. ის სახლიდან ძაღლთან ერთად გავიდა. ძაღლი ტალახიანი და შეშინებული იპოვეს, დათი გავაშელს კი ისევ ეძებენ. ,,ჩემი მეუღლე, დათი გავაშელი, დაიკარგა გუშინ 5 საათისთვის. გთხოვთ ყველას, დამეხმარეთ, ყველა წუთს აქვს მნიშვნელობა! არის ძალიან თხლად ჩაცმული. ბოლოს ნახეს ღამის 3 საათზე, დიღმის ტერიტორიაზე. ვეძებთ უშედეგოდ. თუ ვინმე შენიშნავთ, დამირეკეთ 591000220. ძალიან […]
,,დაიხურა ყველა გადაცემა, რომელსაც ,,ფორმულაზე” ვაკეთებდით, ოლიგარქმა არ შეიძლება უფულობა დაასახელოს მიზეზად” – რას ყვება მიშა ანდღულაძე
ტელეკომპანია ,,ფორმულაზე” იუმორისტული გადაცემები დაიხურა. ამის შესახებ იუმორისტმა მიშა ანდღულაძემ მსახიობ გიორგი ვარდოსანიძის პოდკასტში ისაუბრა. _ ჩვენ როდესაც გადავედით „ფორმულაზე“, გავიდა ერთი-ორი წელი და ერთ დღესაც გვეუბნებიან, რომ ყველა გადაცემა, რომელსაც ვაკეთებდით და დაახლოებით ხუთ გადაცემას ვაკეთებდით, ყველა ერთად, უცებ დაიხურა. ოლიგარქმა არ შეიძლება უფულობა დაასახელოს მიზეზად. მიზეზი იმდენად აბსურდული იყო, მირჩევნია, არ ვთქვა. ვერ […]
პერის პატრონი გარდაეცვალა, აღარავინ ჰყავს, ვისთანაც იცხოვრებს – ,,უკეთილესი და რაღაცნაირი დაუცველი ძაღლია, გთხოვთ, დავეხმაროთ გაჩუქებაში”
ეკო ბედიაშვილი წერს ძაღლზე, რომელსაც ერთადერთი პატრონი გარდაეცვალა და სამ დღეში ძაღლთა თავშესაფარში გადაიყვანენ. პოსტის ავტორი საზოგადოებას მოუწოდებს, პერის ახალი პატრონის მოძებნაში დაეხმარონ. ,,პერი 8 წლის ბრეტონული ეპანიოლია. ჩუქდება, იმიტომ, რომ გარდაეცვალა ოჯახის ერთადერთი წევრი და ერთადერთი პატრონი, სამწუხაროდ, მისი აყვანის სურვილი არც ერთ ახლობელს ამ დრომდე არ გამოუთქვამს, ახლაც მეზობელს ჰყავს შეფარებული, მაგრამ რამდენიმე […]
გიორგი კეკელიძის ადგილს კოკო გამსახურდია დაიკავებს – ,,ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა”
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი მწერალი გიორგი კეკელიძე აღარ იქნება, მას პოლიტიკოსი კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის. გიორგი კეკელიძის თქმით, ის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, დაიბარა და უთხრა, რომ დაკავებული თანამდებობდა უნდა დაეტოვებინა. ,,პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია (ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა ე.წ.,,უვადოა”), მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. […]
,,დღეს ფული თუ არ გაქვს, უბრალოდ მოკვდები, გესმით? ჩემი დის სიცოცხლეზეა საუბარი” – კესო ბურჭულაძე საზოგადოებას დის გადარჩენას სთხოვს
მეგისათვის! ახალგაზრდა ქალს კეთილშობილი ოჯახიდან, მეგი ბურჭულაძეს, იშვიათი დაავადება, მაილერის სიმსივნე აღმოაჩნდა, მისი სიცოცხლე საფრთხეშია. ოპერაციის მიუხედავად, მდგომარეობა გართულდა, საჭიროებს დამატებით ღრმა კვლევებს და ხანგრძლივ მკურნალობას. ოჯახს საზოგადოების, კეთილი ადამიანების ფინანსური თანადგომა სჭირდება. ოჯახი თავს იკავებდა ამის გასაჯაროებისგან, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის, სასწრაფო, გადაუდებელი სიტუაციაა. მეგის და, კესო ბურჭულაძე, წერს: „ვერასოდეს წარმოვიდგენიდი, რომ დახმარებას […]
საქართველოს 17 წლის თემო ჰყავს გადასარჩენი – ,,გააკეთე საღვთო საქმე, 10 თეთრიც რომ იყოს, მისთვის წუთის დაზოგვას ნიშნავს”
საქართველოს 17 წლის თემო ჰყავს გადასარჩენი. მას გულის გადანერგვა სჭირდება, ამისთვის კი მთელი ქვეყნის გაერთიანებაა საჭირო, რომ 130 ათასი დოლარი შეგროვდეს. ამ საქველმოქმედო კამპანიას დომენიკ მანგო უდგას სათავეში. ,,17 წლის ბავშვი გვყავს გადასარჩენი! დამძიმდა. გუშინ წნევა დავარდნია, სითხე ჩაუდგა ორგანიზმში, შარდს ვერ გამოყოფს. ეს ბიჭი ყოველდღე მძიმდება. ვერ ჭამს საჭმელს, გულის რევა ეწყება და აბრუნებს […]











