ტრისტან სარალიძე მძიმე სენს ებრძვის

ტრისტან სარალიძე მძიმე სენს ებრძვისმსახიობი ტრისტან სარალიძე მძიმე სენს ებრძვის. ექიმებმა მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მსახიობმა მკურნალობის პირველი ეტაპი თურქეთში გაიარა.

-ცუდად ვარ, სტამბოლში ვიყავი და ქიმიას ვიკეთებ. ხველება ამიტყდა, რის გამოც ექიმთან მივედი, „კატე“ გადამიღეს და მარჯვენა ფილტვის გასაყარზე აღმომაჩნდა სიმსივნე… ამის შემდეგ წავედი სტამბოლში, „ანადოლუს“ კლინიკაში და ქიმია დამინიშნეს. ერთი გადასხმა დამრჩა, შემდეგ ისევ ჩავალ კონტროლზე და გავიგებ, როგორ მიდის მკურნალობა… – განუცხადა „პრაიმტაიმს“ მსახიობმა.