„ამ საოცარი ბიჭისთვის ერთიანი ძალებით შეგვიძლია ამ თანხის შეგროვება“ – ვანიკო ხარაიშვილს სიცოცხლისთვის ბრძოლაში საზოგადოების თანადგომა სჭირდება

„ამ საოცარი ბიჭისთვის ერთიანი ძალებით შეგვიძლია ამ თანხის შეგროვება“ - ვანიკო ხარაიშვილს სიცოცხლისთვის ბრძოლაში საზოგადოების თანადგომა სჭირდებავანიკო ხარაიშვილი მძიმე სენს ებრძვის და მას საზოგადოების თანადგომა სჭირდება ამ ბრძოლაში. მისი მკურნალობის ერთადერთი გზა ღეროვანი უჯრედების გადანერგვაა,რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და თითოეულ ლარს აქვს მნიშვნელობა.
ვანიკოს ძმა, ანა ხარაიშვილი, მიმართვას ავრცელებს:
„მეგობრებო, ვანიკოს, ჩემს ძმას აქვს თავის ტვინის სიმსივნე. ბევრმა თქვენგანმა იცის, უკვე რამხელა გზაც გამოიარა და როგორ კარგად უმკლავდება ამ ვერაგ დაავადებას. თუმცა გუშინ მადრიდის ქირონსალუდის კლინიკაში მკურნალობის ერთადერთ გზად დაგვინიშნეს ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, რისი საფასურიც – 64 000 ევროა და ჩვენთვის კოლოსალურია. თანაც, შესაძლოა დაგვჭირდეს მეორე პროცედურაც… არც ვანიკოს და არც ჩვენ არ გვეშინია, ვიცით, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ერთადერთი, რაც გვაბრკოლებს ამ თანხის რაოდენობაა. მე თქვენი იმედი მაქვს, თქვენი თანადგომის, თქვენი გულისხმიერების და მჯერა, რომ ერთიანი ძალებით ამ თანხის შეგროვება შეგვიძლია ამ საოცარი ბიჭისთვის“, – წერს ანა სოციალურ ქსელში.
საქართველოს ბანკი
მიმღები ანა ხარაიშვილი.
თიბისი
მიმღები თამარ ხარაიშვილი.
ლიბერთი
მიმღები ქეთევან ნარიმანიშვილი