„სახლს დაგილაგებთ, საოჯახო საქმეებში მოგეხმარებით, ოღონდ ახლა დამეხმარეთ, შვილებთან ერთად ქუჩაში ვრჩები“

„სახლს დაგილაგებთ, საოჯახო საქმეებში მოგეხმარებით, ოღონდ ახლა დამეხმარეთ, შვილებთან ერთად ქუჩაში ვრჩები“„სარკეს“ ვთხოვ, ეს წერილი გამომიქვეყნოთ, რომ ადამიანებს ხმა მივაწვდინო. ყველას ვთხოვ, ვისაც შეგიძლიათ, დამეხმარეთ და მერე მე დაგეხმარებით, სახლს დაგილაგებთ, საოჯახო საქმეებში გვერდით დაგიდგებით. არანაირი შრომა არ მეზარება, არც მეთაკილება. ძალიან ბევრს ვშრომობდი და ოჯახს ისე ვარჩენდი, მაგრამ ბოლო ორი თვე მუშაობა ვეღარ შევძელი. ორი თვის წინ მამა გარდამეცვალა. მამიკოს დასაფლავების შემდეგ ფეხი მოვიტეხე. ერთი კვირაა, რაც თაბაშირი მოვიხსენი. ამ მიზეზების გამო ერთი თეთრის გარეშე დავრჩი.

მარტოხელა დედა ვარ, ორი არასრულწლოვანი შვილი მყავს. ბინის ქირა 5 აპრილს უნდა გადამეხადა და ხვალ რომ არ მივცე, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქუჩაში დავრჩები. ბინის მეპატრონე მეუბნება, რომ ბოლო ვადა ხვალ მაქვს. გთხოვთ, დამეხმაროთ. არასოდეს არაფერი მითხოვია არავისთვის, მაგრამ ახლა სხვა გზა არ მაქვს. ბოდიშს გიხდით, რომ ამის მოწერა მიხდება.

სახელსა და გვარს ვერ ვწერ, რადგან მეშინია ჩემი მოზარდი შვილები ბულინგის მსხვერპლნი არ გახნდნენ. თუ კომენტარებში გამომეხმაურებიან, სათითაოდ ყველას ვუპასუხებ, პირადში მივწერ და ჩემს მდგომარეობასაც დეტალურად ავუხსნი. ძალიან გთხოვთ, ამ წერილს გულგრილად ნუ წაიკითხავთ და გამომიქვეყნეთ”.

„სარკის“ მკითხველი