ხათუნა ხოფერია: ,,რატომ არ კვდება შენი ხათუნა”

ხათუნა ხოფერია: ,,რატომ არ კვდება შენი ხათუნა",,რატომ არ კვდება შენი ხათუნა” – დაწერა პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, ხათუნა ხოფერიამ ფეისბუქში და უკრაინაში დაღუპულ ბახვა ჩიქობავას და მისი ოჯახის ფოტო გამოაქვეყნა. ბახვა ჩიქობავა ხათუნა ხოფერიას ბიძაშვილი იყო, რომელსაც ძმას უწოდებდა.

,,,არ მიყვარს პოსტების წერა, მაგრამ ყველამ მინდა იცოდეს, როგორი ბიძა მყავდა და რომ ყოველთვის ვამაყობდი მისით! აგვისტოს ომში ღმერთმა გვაჩუქა მისი თავი და გადარჩა… პოლკოვნიკი ბახვა ჩიქობავა, ჩემი გმირი ბიძია მიყვარხარ, ვამაყობ და მუდამ ვიამაყებ შენით, მშვიდობით ბახუ”, – დაწერა ხათუნა ხოფერიას შვილმა, ბექა ხოფერიამ.

ბახვა ჩიქობავა მარიუპოლში დაიღუპა. ის პოლკოვნიკი გახლდათ. ,,გამოცდილი მებრძოლი, ბრწყინვალე სამხედრო სპეციალისტი იყო. სპეცდანიშნულების რაზმების კუთხით ნამდვილი პროფესიონალი გახლდათ. ის იყო ცოცხალი გმირი, არაერთი ორდენის კავალერი. ქართული სახელმწიფოსთვის უდიდესი ღვაწლი აქვს გაწეული. ის ეხმარებოდა უკრაინელებს სახელმწიფო არმიის მშენებლობაში”, – ამბობს ბახვა ჩიქობავას თანამებრძოლი.