უგემრიელესი მარწყვის ტორტი „ფრეზიე“ თამო მეფისაშვილისგან

უგემრიელესი მარწყვის ტორტი „ფრეზიე“ თამო მეფისაშვილისგან
ბისკვიტის ინგრედიენტები:
კვერცხი 6 ცალი
შაქარი 200 გრ ( 10 ს/კ)
კარაქი ( გამდნარი) 50 გრ
ფქვილი 150 გრ ( 6 ს/კ)
სიმინდის სახამებელი 3 ს/კ
გამაფხვიერებელი 1 ჩ/კ
მომზადება:
ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, დავუმატოთ გამდნარი კარაქი, გამოვრთოთ მიქსერი, შევურიოთ ფქვილი, სახამებელი და გამაფხვიერებელი.
საცხობი ფორმის დიამეტრი: 24 სმ
ვაცხობთ 160 ზე 45 წთ, მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ.
კრემი:
რძე 500მლ
კვერცხის გული 4ც
სიმინდის სახამებელი 5 ს/კ
შაქარი 180 გრ ( 9 ს/კ)
ვანილი 1 ცალი
კარაქი 250 გრ
მომზადება:
ავთქვიფოთ კვერცხის გული და შაქარი, დავუმატოთ სიმინდის სახამებელი, ბოლოს კი ვუმატებთ თბილ რძეს, დავდგათ ნელ ცეცხლზე, ვურიოთ განუწყვეტლივ, როგორც კი წამოდუღდება, მზადაა. ცხელ მასაში ვუმატებთ კარაქის ნახევარს (125 გრ ), ფაფას დავაფაროთ სამზარეულოს პარკი და გავაციოთ.
ცალკე ავთქვიფოთ, დარჩენილი კარაქი, დავუმატოთ ვანილი და ცივი ფაფა ეტაპობრივად, კრემიც მზადაა.
დასანამად ვიყენებთ მარწყვის სიროფს.
აწყობა:
ბისკვიტი გავჭრათ შუაზე , გამოვიყენთ ტორტის რგოლი ასაწყობად, ბისკვიტი დავნამოთ, ბისკვიტს გარშემო შემოვუწყოთ დაჭრილი მარწყვი, გადავიტანოთ კრემის ნახევარი, მოვალაგოთ მარწყვი და დარჩენილი კრემი გადავანაწილოთ, დავადოთ ბისკვიტი , მოვათავსოთ მაცივარში 2 საათი.
მოვამზადოთ მარწყვის ჟელე:
300 გრ მარწყვი დავაბლენდერე, დავუმატე 5 ს/კ შაქარი, ცალკე 1 ს/კ ჟელატინი დავალბე 50 მლ წყალში .
დაბლენდერებული მარწყვი გადავიტანე სქელძირიან ქვაბში. როგორც კი შაქარი გადნება, ცხელ მასაში ვუმატებთ  დალბობილ ჟელატინს. ვურიოთ განუწყვეტლივ, სრულ გალღობამდე, გადავანაწილოთ ბისკვიტზე, ვაყოვნებთ მაცივარში 6 სთ. საოცრად გემრიელია“