ნოე სულაბერიძე ბექა ყორშიაზე: ,,რანაირი ,,კაცი” უნდა იყო, რომ ასეთ დროს ბულინგისთვის გეცალოს”

ნოე სულაბერიძე ბექა ყორშიაზე: ,,რანაირი ,,კაცი" უნდა იყო, რომ ასეთ დროს ბულინგისთვის გეცალოს'',,იმედის” პროდიუსერი და წამყვანი ნოე სულაბერიძე ,,მთავარის” ჟურნალისტს, ბექა ყორშიას ფეისბუქით გამოეხმაურა.
,,ჩვენ ისეთი პროფესია გვაქვს, რომ ზოგჯერ რაღაცების ატანა გვიწევს, მათ შორის ბულინგის და ამიტომ ყოველთვის ასეთ შემთხვევებში ვცდილობ, ცივად გავატარო, თუმცა ამ შემთხვევაში ერთი ბიჭუნას უზრდელობამ ეს წესი ოდნავ დამარღვევინა. სამწუხაროდ, არ ვიცი რატომ, მაგრამ ბლოკში ვარ და ადრესატს ვერ ვპასუხობ, რომელსაც მართლა დავურეკე და რაც მოისმინა ჩემგან. მართლა ყველაფერი იყო ქების გარდა. ერთადერთი, შევეცადე, კორექტული ვყოფილიყავი და შეურაცხყოფა არ მიმეყენებინა, რაც კარგად გამომივიდა,  მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული იყო.
ზოგადად, ერთს ვიტყვი: რანაირი ,,კაცი” უნდა იყო, ასეთ დროს ასე რომ გეღლიცინებოდეს, ბულინგის ორგანიზებისთვის რომ გეცალოს და სანამ ჩვენს გულწრფელ განწყობაზე, რომელიც ამ ფოტოს დადებით აისახება, ადამიანებს დაგეშავ, სიმართლის ლაპარაკი ისწავლე და ნებისმიერ ჩვენგანივით შეიყვარე ეს ქვეყანა, თუმცა ალბათ, სამწუხაროდ, ეს ყველა ხვედრი არ არის!
p.s. ბევრი მიზეზის გამო ვამაყობ იმით, სადაც ვმუშაობთ და ყოველთვის ასე იქნება”, – წერს ნოე სულაბერიძე და აქვეყნებს ფოტოს, სადაც ის და მისი გუნდი უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ.