ბექა ყორშია ნოე სულაბერიძეს: ,,30 000 ლარი გადასარევი ხელფასია, მარა ადამიანობაც გადასარევი რამეა”

ბექა ყორშია ნოე სულაბერიძეს: ,,30 000 ლარი გადასარევი ხელფასია, მარა ადამიანობაც გადასარევი რამეა",,მთავარის” ჟურნალისტი ბექა ყორშია ,,იმედის” პროდიუსერ ნოე სულაბერიძეზე წერს:
,,ნოე სულაბერიძემ დამირეკა, ნერწყვს ძლივს ყლაპავდა და მომაყარა, მეო, პატივს გცემ და გაფასებო, ესაო, ისაო, არაა ახლა ჩვენი დაცინვის დროო.
ნოე, ჩემთან დარეკვას და კაი ტიპობის მტკიცებას ჯობდა, ,,იმედში” შენს უფროსთან დაგერეკა და გეთქვა, რომ უკრაინელი ხალხის ამ უმტკიცესი ბრძოლის გაშავება და დისკრედიტაცია ბოროტებაა.
ან მაშინ დაგერეკა ჩემთვის, როცა ქარელში ჩემი ოპერატორი მეორე სართულიდან გადმოაგდეს. მახსოვს, რამდენიმე საათში, მამუკა მდინარაძე და კობახიძე გამოვიდნენ ბრიფინგზე და თქვეს, ყორშია პროვოკატორია და იმსახურებდაო. ამ განცხადებიდან მალევე კობახიძე გადაცემაში მიიწვიე და გვიმტკიცებდი, რომ კარგი ტიპია.
ჩემი ამბავი რა მოსატანია, ზაზა სარალიძეს აშავებდით 6 თვე. გადასარევი ხელფასია 30 ათასი ლარი, მარა ადამიანობაც გადასარევი რამეა. ჰოდა, არაადამიანები ხართ მანდ ყველანი და სანამ სახე არ გაგძვრებათ, ვერ მოვისვენებ. მპუა”.