ქეთა გაბუნია: ,,დალუქვას გვიპირებენ, გვეუბნებიან, რომ ეს კატები ან წავიყვანოთ, ან ჩალუქავენ შიგნით”

ქეთა გაბუნია: ,,დალუქვას გვიპირებენ, გვეუბნებიან, რომ ეს კატები ან წავიყვანოთ, ან ჩალუქავენ შიგნით"კლუბ ,,მტკვარზე” ერთ-ერთი დამფუძნებლი ქეთა გაბუნია სოციალურ ქსელში აღმაშფოთებელ სტატუსს აქვეყნებს.

,,შრომის ინსპექცია არის მოსული ,,მტკვარზე” და დალუქვას გვიპირებენ. კლუბში ცხოვრობს 3 კატა და გვეუბნებიან, რომ ეს კატები ან წავიყვანოთ, ან ჩალუქავენ შიგნით. ეს პირუტყვები, ეს უსისხლო არსებები, ეს არაადამიანები, ეს რა ქვეყანაა და ეს რა ხალხია! საერთოდ რის საფუძველზე გვლუქავენ, მაგასაც ვერ ხსნიან”.

კლუბების მეპატრონეები მძიმე ეკონომიკურ კრიზისში არიან. დაწესებულმა რეგულაციებმა ისინი გაკოტრების პირას მიიყვანა.