გერმანიის მსოფლიო ჩემპიონატზე კიკბოქსინგში ქართველმა გოგონამ, მერი ტოგონიძემ, გაიმარჯვა. მას აქამდე რამდენიმე საერთაშორისო ტურნირი აქვს მოგებული.
„ვამაყობთ შენით, მერიკო! ჩვენი სკოლის მოსწავლე, მერიკო ტოგონიძე, მსოფლიო ჩემპიონია კიკბოქსინგში! შენი შრომა, მონდომება და თავდადება დღეს მსოფლიო გამარჯვებად იქცა.
გილოცავ ამ უდიდეს წარმატებას, ჩემო გოგო! შენით ამაყობს შენი მშობლიური 133-ე სკოლა, შენი მასწავლებლები და სრულიად საქართველო“, – წერს პედაგოგი ლიანა ფუტკარაძე.
