ქეთა გაბუნია: ,,ამას არ შეგარჩენთ!.. ეტყობა, უნდა აგვეწყვიტა სხვებივით”

ქეთა გაბუნია: ,,ამას არ შეგარჩენთ!.. ეტყობა, უნდა აგვეწყვიტა სხვებივით"დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოზე კლუბების გახსნის საკითხზე გადაწყვეტილება არ მიიღეს და ამის მიზეზად უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ  განაცხადა.
-საქართველოში ომიკრონის შტამი უკვე დაფიქსირდა და იმის პოტენციალი, რომ ჩვენთანაც გავრცელდეს, მაღალია. შესაბამისად, კლუბებთან მიმართებით ლიბერალიზაცია დღეს არ არის. ანუ კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიგვიღია, – განაცხადა ღიბრაძემ.

კლუბის ,,მტკვარზე” ერთ-ერთი დამფუძნებლი ქეთა გაბუნია მთავრობის ამ  გადაწყვეტილებას ფეისბუქით ეხმაურება:
,,18-ში დაგეგმილი ღონისძიებები გადაგვადებინეს და დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოზე უნდა მიგვეღო კლუბების გახსნის გადაწყვეტილებაზე თანხმობა!

ვუსმინეთ, როგორ სამარცხვინოდ მოგვატყუეს, უკვე მერამდენედ და დაგვტოვეს სრულიად გადაკოტრებულები. სივრცეები, სადაც გაცილებით მეტად გვაქვს დაცული უსაფრთხოება, დაგვტოვეს ისევ დაკეტილები მაშინ, როცა თვითონ ორბელიანის მოედნებზე და ა.შ. საახალწლო კონცერტებს და ბაზრობებს მართავენ, ყველანაირი კონტროლის გარეშე! ამას არ შეგარჩენთ!..

ეტყობა, უნდა აგვეწყვიტა სხვებივით და მერე გაგვიგორებდნენ კოჭს.
,,შვიდკაცას” კონცერტებზე არ ვრცელდება ომიკრონი, მარტო კლუბებში, აცრილებში. რასაც ვუყურებ, თუ ფრთხილობ და მართლა საერთო ინტერესებიდან მოქმედებ, რაღაც ტიპის პასუხისმგებლობებს იღებ თავზე, ბოლომდე გადაგივლიან და გადაგთელავენ. ბოდიში, დიმა ბილანის და ირაკლი ფირცხალავას კონცერტებს რომ არ ვმართავთ. მთელი რუსეთის დიჯეები და მომღერლები რომ ჩამოჰყავთ და ჩუმ-ჩუმად…”, – წერს ქეთა გაბუნია.

აღსანიშნავია, რომ კლუბებმა ყველა რეგულაციის შესრულება ძალიან მკაცრად დაიწყეს.

,,შევზღუდეთ ხალხის რაოდენობა, დავაწესეთ იმაზე მკაცრი ,,მწვანე პასპორტები”, ვიდრე ნებისმიერ სხვა დაწესებულებას აქვს. სრულად აცრა, მხოლოდ პისიარი ბოლო 48 საათის და არანაირი სწრაფი ტესტი. ვირუსის გადატანა ბოლოს 6 თვეში (არავითარი უსასრულო მწვანე…” – წერს ქეთა გაბუნია.