,,ექიმებმა მაინც ჩაატარეს გულ-ფილტვის რეანიმაცია, მაგრამ არაფერი გამოვიდა” – ლალი ტურძელაძე

,,ექიმებმა მაინც ჩაატარეს გულ-ფილტვის რეანიმაცია, მაგრამ არაფერი გამოვიდა" - ლალი ტურძელაძესანზონაში მოკლულ 17 წლის ბიჭს ერთ-ერთი ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული. როგორც ,,ინტერპრესნიუსს” თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა, არასრულწლოვანს კლინიკაში შეყვანისას გული გაჩერებული ჰქონდა, თუმცა, ექიმებმა რეანიმატოლოგიური დახმარება გულის ასამუშავებლად ჩაუტარეს.

-სახლში ვიყავი, თუმცა, საქმის კურსში ვარ, უცხო პირებმა მიიყვანეს ბავშვი, გული გაჩერებული ჰქონდა. ექიმებმა მაინც ჩაატარეს გულ-ფილტვის რეანიმაცია, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ექიმები-რეანიმატოლოგები ეცადნენ, გულის მუშაობა აღედგინათ, მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერი გამოვიდა. როგორც ჩვენმა ექიმმა მითხრა, ჭრილობა გულის არეში ჰქონდა, დანარჩენს ექსპერტიზა გაარკვევს,- განაცხადა ტურძელაძემ ,,ინტერპრესნიუსთან”.

გავრცელებული ინფორმაციით, 17 წლის ბიჭს ათობით ჭრილობა აქვს მიუენებული. მისი ოჯახი გორიდან არის. დედა სანზონაში მუშაობდა, სადაც მკლელობა მოხა.