სკოლის მოსწავლეს ათობით ჭრილობა მიაყენეს, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს

სკოლის მოსწავლეს ათობით ჭრილობა მიაყენეს, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლესთბილისში, სანზონაში, ლიახვის ქუჩაზე 17 წლის ბიჭი მოკლეს. ,,პირველის” ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეს ათობით ჭრილობა მიაყენეს. ის მერვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი პირი მონაწილეობდა სისხლიან გარჩევაში. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებს შორის კონფლიქტი რამდენიმე დღის წინ დაიწყო და დღეს გაგრძელდა. ჯერჯერობით არავინ არის დაკავებული. ექსპერტ-კრიმინალისტები ამ წუთებში ნივთმტკიცებებს ეძებენ.

ადგილობრივების თქმით, ხმაურზე გამოვიდნენ და მათ სკოლის მოსწავლე ნახეს დაჭრილი. მათვე გადაიყვანეს კლინიკაში, მაგრამ არასრულწლოვანი ვერ გადაარჩინეს. ერთი ვერსიით, კონფლიქტი გოგონას გამო დაიწყო.  ერთ-ერთი ვერსიით, მოკლული ბიჭი იმ ტერიტორიაზე ხშირად იყო, რადგან დედამისი იქ მუშაობს.