ნანუკა ჟორჟოლიანი: ,,ვეღარ მოხერხდა გადარჩენა, გესმით? ადამიანი ვეღარ გადაარჩინეს… უმძიმესი ამბავია”

ნანუკა ჟორჟოლიანი: ,,ვეღარ მოხერხდა გადარჩენა, გესმით? ადამიანი ვეღარ გადაარჩინეს... უმძიმესი ამბავია''რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე მამაკაცი გარდაიცვალა. ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს:
,,შეიძლება ასეთ აქციებზე სასწრაფო არ იდგეს? აქციაზე ადამიანი ცუდად გახდა, სასწრაფო იმდენი ხანი არ მოვიდა, მოქალაქეებმა წაიყვანეს. გზაში სასწრაფოც დაეწიათ და ვეღარ მოხერხდა გადარჩენა. გესმით? ადამიანი ვეღარ გადაარჩინეს.  უმძიმესი ამბავია. და უფრო მძიმეა, რომ ოპოზიციის აქციებზე მყოფ ადამიანებს იმდენად არ აღიარებს მთავრობა, რომ სამედიცინო დახმარებას არ უყენებს!
ადამიანი სხვის გადასარჩენად მოვიდა და თავად ვერ გადავარჩინეთ.  ძალიან ცუდი ამბავია, ძალიან”.