აქციაზე მამაკაცი გარდაიცვალა – შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო

აქციაზე მამაკაცი გარდაიცვალა - შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყოშინაგან საქმეთა სამინისტრო ,,რადიო თავისუფლებას” უდასტურებს ინფორმაციას, რომ მამაკაცი, რომელიც რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმდინარე აქციაზე შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი რუსთავის ცენტრალურ კლინიკაში უკვე გარდაცვლილი მიიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა.