ყაბაყის ხორციანი რულეტები – სასარგებლო და ორიგინალური კერძი

ყაბაყის ხორციანი რულეტები - სასარგებლო და ორიგინალური კერძიყაბაყს თუ გულსართს დაუმატებთ, ძალიან ორიგინალური და სასარგებლო კერძი გამოგივათ (ყაბაყის სასარგებლო თვისებები იხილეთ აქ).

ინგრედიენტები:
2 ყაბაყი
1 ხახვი
250გ ფარში
ნახევარი ჭიქა ბრინჯი
მარილი, წიწაკა, ძირა, პაპრიკა
2 სუფრის კოვზი არაჟანი
2 სუფრის კოვზი პომიდვრის პასტა
1 ჭიქა წყალი
მომზადება
გარეცხეთ ყაბაყი, მოაჭერით ბოლოები და დაჭერით თხელ ფირფიტებად. თხელ ყაბაყს მოაყარეთ მარილი, რაც პროდუქტს დაარბილებს და გადახვევის პროცესს გაგვიმარტივებს. დატოვეთ ყაბაყი 10 წუთი.

ამასობაში შეგვიძლია გულსართის მომზადება დავიწყოთ. მზა ფარში მოათავსეთ ჯამში, დაუმატეთ ნახევარი ჭიქა ბრინჯი, წვრილად დაჭრილი ხახვი და სანელებლები. კარგად მოურიეთ.

ყაბაყს დაადეთ ფარში და გადაახვიეთ რულეტივით. შემდეგ გადაიტანეთ ღრმა ტაფაში. ცალკე ჯამში შეურიეთ არაჟანი, წყალი და პომიდვრის პასტა. კარგად მოურიეთ და მოასხით კერძს, მოთუშეთ 40 წუთი საშუალო ცეცხლზე.

გასტრონიმია.ჯი