ნანა გეგეჭკორი: ,,მამაჩემი გადარჩებოდა, რესპუბლიკურის ექიმს ამაზე ოდნავი წარმოდგენა რომ ჰქონოდა”

ნანა გეგეჭკორი: ,,მამაჩემი გადარჩებოდა, რესპუბლიკურის ექიმს ამაზე ოდნავი წარმოდგენა რომ ჰქონოდა''ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ნანა გეგეჭკორი 12 ივნისს დანია ფინეთის საფეხბურთო მატჩზე მომხდარ ამბავს ეხმაურება და წერს:

,,ახლა, რაც საფეხბურთო მოედანზე ვნახეთ, შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ადგილას და ამ მდგომარეობიდან ადამიანის გამოყვანა პირდაპირ კავშირშია დახმარების დროსთან და დეფიბრილატორის ხელმისაწვდომობასთან. დეფიბრილატორი უნდა იყოს ყველგან, სადაც ბევრი ადამიანი იყრის ერთდროულად თავს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ სამედიცინო პერსონალის ნებისმიერი წევრი ზედმიწევნით ზუსტად უნდა ფლობდეს პირველი დახმარების ტექნიკას. ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეიძლება ამ მარტივი წესების დაცვით.
გადარჩენილ სიცოცხლეებს შორის იქნებოდა მამაც, რესპუბლიკური საავადმყოფოს იარის მორიგე ექიმს ოდნავი წამოდგენა რომ ჰქონოდა ამ პროცესზე…”.

ნანა გეგეჭკორის პირადი ცხოვრების შესახებ სტატია იხილეთ აქ _ ,,მოსკოვში წარმატებული კარიერა მივატოვე და საქმროსთან ამერიკაში წავედი”.