ნანა გეგეჭკორი: ,,მოსკოვში წარმატებული კარიერა მივატოვე და საქმროსთან ამერიკაში წავედი”

ნანა გეგეჭკორი: ,,მოსკოვში წარმატებული კარიერა მივატოვე და საქმროსთან ამერიკაში წავედი"ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე

ქართველი კარდიოლოგი, ნანა გეგეჭკორი, უკვე 16 წელია, რაც ემიგრაციაშია. ჯერ იყო მოსკოვში, მერე ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად და ამჟამად ნიუ იორკის ყველაზე წარმატებულ ჰოსპიტალში მუშაობს. ამერიკაში დაიბადა მისი ორი შვილი,  ნინო და ანა-მარია, რომლებიც ქართულ გარემოში იზრდებიან. ნანა გეგეჭკორი პანდემიის პერიოდში საქართველოში მცხოვრებლებს ძალიან საჭირო რჩევებს აძლევდა. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ,,სარკემ” 2018 წელს ჩაწერა:

_რუსეთიდან ამერიკაში გამგზავრება ჩემთვის იოლი გადაწყვეტილება არ იყო. ოჯახურმა გარემოებამ მოიტანა გადასვლის აუცილებლობა, რადგან მე რუსეთში ვიყავი, ჩემი საქმრო კი – ამერიკაში. რთული იყო ვირტუალური ურთიერთობა. არადა მოსკოვში კარდიოლოგის ძალიან წარმატებული კარიერა მქონდა. ყველაფერს მივაღწიე, რაც კი ჩემს ასაკში იყო შესაძლებელი.

– უცხო ქვეყანაში კი ყველაფერი თავიდან უნდა დაგეწყოთ.

– დიახ. ინგლისური ენაც არ ვიცოდი. ორი მცირეწლოვანი შვილის გაზრდის პარალელურად ვსწავლობდი ინგლისურ ენას და სამედიცინო სალიცენზიო გამოცდებისთვის ვემზადებოდი.

ამერიკის სამედიცინო უნივერსიტეტის მთელი პროგრამა წელიწადნახევარში გადავაბარე. დღეში 16 საათი ვმეცადინეობდი. მხოლოდ ახალ წელსა და ბავშვების დაბადების დღეს ვაძლევდი თავს უფლებას, წიგნები გვერდზე გადამედო…

– ოჯახზეც გვიამბეთ, ქმარზე, შვილებზე.

– ეუღლე ქართველია, ჩემსავით დევნილია აფხაზეთიდან. ის სოხუმიდანაა, მე – გალიდან. გამიმართლა ოჯახში. მეუღლე ჩემი საუკეთესო მეგობარია, მის მშობლებს ბიოლოგიური დედ-მამისგან არაფრით ვასხვავებ. ისინიც ამერიკაში ცხოვრობენ. მე მამა ძალიან პატარას დამეღუპა და ახლა გიორგის მამა მიწევს ნამდვილ მამობას. ვხუმრობ, რომ ჩემს შვილებს სამი დედა ჰყავთ – მე, ბებია და ბაბუა (კითხვის გაგრძელება).

2018 წელი