ვარლამ გოლეთიანის დედა: ,,ჩემი შვილი რისკის ქვეშაა” – რას ყვება მარიტა მუსელიანი ოჯახზე

ვარლამ გოლეთიანის დედა: ,,ჩემი შვილი რისკის ქვეშაა” – რას ყვება მარიტა მუსელიანი ოჯახზე,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

რიონის ხეობის მცველის, ვარლამ გოლეთიანის დედა, მარიტა მუსელიანი   აღმოსავლეთმცოდნე ფილოლოგია. უნივერსიტეტში მუშაობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მეუღლე სასულიერო პირი გახდა, მასთან ერთად ცაგერში გადასახლდა.

ცოლიც და ქმარიც წარმოშობით ლეჩხუმელები არიან. ვარლამის მამა ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში 28 სოფლის მღვდელია.მათი მეორე ვაჟიც ძმის და დედის გვერდით დგას ნამოხვანჰესის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვარლამს დაც ჰყავს, რომელიც ექიმია.ქალბატონი მარიტა ,,სარკეს” ესაუბრა:

– ჩვეულებრივი,ტრადიციული ოჯახი გვაქვს. არ გვინდა, პორტრეტები ვხატოთ ჩვენი ოჯახის წევრების და მერე ამაზე ილაპარაკონ.

__ როგორ იქეცით რიონის ხეობის მცველებად?

_ როცა შემოვიდა კომპანია ჰესის ასაშენებლად, პირდაპირ შეგვეხო ფიზიკურად. რომ არ შეგვხებოდნენ, შეიძლება ვერც გაგვეგო. სოფელში, სადაც მღვდელი მსახურობს, საინფორმაციო ჯიხური ჰქონდათ. მოსახლეობასთან კონფლიქტში იყვნენ და  შუამავლობას გვთხოვდნენ.  ჩავერთეთ და რომ გავიგეთ, რა ხდებოდა, მოსახლეობის მხარეს დავდექით.

__ თქვენი ვაჟია ძალიან პოპულარული…

_ არასწორად მიმაჩნია მისი ფიგურის ასე წარმოჩენა. რაც უფრო იქმნება მის გარშემო ასეთი დამოკიდებულება, მით უფრო დამამძიმებელია მისთვის.

__ ლიდერია ბუნებით?

_ რა ვიცი, ხელმძღვანელობს ამ საქმეს, აქ მართლა ლიდერია და… საზოგადოებრივი მოძრაობა ჩემი დაარსებულია აქ. ეგ მაშინ თბილისში იყო წასული. გალობდა, აკადემიაში სწავლობდა… რომ დაბრუნდა და აქ ყოფნა მოინდომა.

__ რომ ამბობენ, მალე ვარლამს პოლიტიკოსის რანგში ვიხილავთო…

_ ჩვენ ვართ დამარცხებული ქვეყანა და ისეც გვექცევიან, როგორც დამარცხებულ ქვეყანას. კოლონიური ადმინისტრაცია გვყავს და იქიდან ვიღაცამ თუ არ „გაუპრავა“ არჩევნები, ისე არაფრის უნარი გვაქვს. ეს არჩევნები (კითხვის გაგრძელება)