ვარლამ გოლეთიანის დედა: ,,ჩემი შვილი რისკის ქვეშაა” – რას ყვება მარიტა მუსელიანი ოჯახზე

ვარლამ გოლეთიანის დედა: ,,ჩემი შვილი რისკის ქვეშაა" - რას ყვება მარიტა მუსელიანი ოჯახზემათი მოგონილია და როგორ შეძლებ, მათ თამაშში შენი ინტერესი გაატარო?..არ ღირს პოლიტიკაში ჩართვა. ჩვენი ოჯახიდან არჩევნებზეც იშვიათად დავდივართ. ბოლოს, მგონი, 2012 წელს ვიყავი და „ოცნებას“ მივეცი ხმა, რადგან პროგრამაში ეწერა,დიდ ჰესებს არ ავაშენებთო. ეს რომ შევახსენეთ, გვითხრეს, მაშინ კოალიციური მთავრობა იყო და სხვებმა ჩაწერესო. მოგვატყუეს, რადგან ასე სჭირდებოდათ. მოიგეს ჩვენნაირი ხალხის გული და მერე გაგვაცურეს…

დღევანდელი პოლიტიკური სისტემა, რომელიც  დასავლური მოდელია თუ რაღაც ნარევია, არ მოგვცემს საშუალებას, ხელისუფლებაში მოვიდეს ჭეშმარიტად ეროვნული ძალა, რომელიც გაატარებს სახელმწიფო ინტერესებს, არ იქნება სხვაზე დამოკიდებული.

__მეუღლე რამდენად დგას თქვენ გვერდით და გიჭერთ მხარს?

_სასულიერო პირების ჩართულობას თუ გულისხმობთ, ეს არ არის საეკლესიო საკითხი. ჩემი მეუღლე იმ მხარეში ერთადერთი მღვდელია და ჰესის მშენებლობას რომ აწარმოებს, იმ კომპანიამ მომართა,  ხალხზე გავლენა მოეხდინა. არასწორია,სასულიერო პირს ჰქონდეს გავლენა არასაეკლესიო საკითხში. თან ამასთან დაკავშირებით ჩვენი აზრი გვაქვს.

წუხს მოსახლეობა, ხან რა უფუჭდება, ხან _ რა, რადგან მიკროკლიმატი მოისპო.ცალ-ცალკე ელაპარაკებიან ხალხს და ფულს სთავაზობენ, აპირისპირებენ მოსახლეობას ერთმანეთთან და ეს კი არის ეკლესიის საქმე…

ხალხის გაჭირვებით ისარგებლეს… გვიკავშირდებიან, რომ ძალით გააყიდვინეს მიწები.ჯავრით აღარ არიან.

__ ვარლამი ბევრისთვის გმირია, ზოგისთვის ლანძღვის ობიექტი…

_ არ ვაქცევ ამას ყურადღებას, „ფეისბუქი“ არც მაქვს. ახლა ვარლამი რა საქმიანობასაც ეწევა, რისკია. ხელისუფლებას რომ ედავები, ძალაუფლების მქონეს ეხები, რისკია, აბა, რა არის?! მისი ლირიკულ გმირად გამოცხადება არ მიხარია.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”