მარინა ჯანაშია 71 წლის ასაკში გარდაიცვალა – ,,ჩემს შვილს როცა უთხრეს, ვეღარ ვიცოცხლებდი, ტირილი დაიწყო” – მსახიობის უკანასკნელი ინტერვიუ ოჯახსა და დიდ განსაცდელზე

მარინა ჯანაშია 71 წლის ასაკში გარდაიცვალა - ,,ჩემს შვილს როცა უთხრეს, ვეღარ ვიცოცხლებდი, ტირილი დაიწყო" - მსახიობის უკანასკნელი ინტერვიუ ოჯახსა და დიდ განსაცდელზემსახიობი მარინა ჯანაშია დღეს 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,პირველი არხი” ავრცელებს.

მარინა ჯანაშია, რომელიც თეატრალური სამყაროს კაშკაშა ვარსკვლავი იყო, რამდენიმე წელი მძიმე ავადმყოფობას სიმსივნეს ებრძვოდა.

ქალბატონი მარინა ერთი წლის წინ ,,სარკეს” თავისი ცხოვრების მშნიშვნელოვან ეპიზოდებზე და იმ განსაცდელზე ესაუბრებოდა, რომელიც თავს დაატყდა.

მარინა ჯანაშია:

-ჯანმრთელობის პრობლემებს არასდროს შევუწუხებივარ, 2 წლის წინ კი მძიმე დიაგნოზი დამისვეს და დაავადებაც ისეთ ფაზაში იყო, გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობდა.

გერმანიის კლინიკაში ვიწექი. ჩემთან თვეების განმავლობაში ვაჟიშვილი თემიკო იყო. მას მუდმივად ეუბნებოდნენ, რომ შეიძლებოდა ვერ გადავრჩენილიყავი. ძირითადად გათიშული ვიყავი. რაღაც პერიოდებში, როცა გონს მოვეგებოდი, ვფიქრობდი თეატრზე, სპექტაკლზე და მაყურებელზე.

ერთ დღესაც ნაცნობი ფიგურა მომელანდა. მხედველობა დავძაბე და ვხედავ – კახი კავსაძე. დაინახა ჩემი პროფესორი და ეძახის თავისებურად, გამოკვეთით: “ბიჭო, მოდი შენ აქ!”. თარჯიმანს უთხრა: “უთარგმნე, ეს ბოვშვი როდის ადგება, სპექტაკლი აქვს სათამაშო”.  მაშინ საბოლოოდ დარწმუნდა გერმანელი პროფესორი, რომ საქართველოში გიჟები ვცხოვრობდით!

თემიკოს როცა გადაწყვეტილად უთხრეს, რომ ვეღარ ვიცოცხლებდი, ტირილი დაიწყო. შვილის ცრემლიანი თვალები რომ დავინახე, დავიფიცე, ვიბრძოლებდი სიცოცხლისთვის, რომ ოჯახს  ამ ტკივილისთვის არ გავიმეტებდი. ეს გავიფიქრე და გავითიშე. თურმე ფეხის თითებს, ტერფებს ვამოძრავებდი და ვარჯიშებს ვაკეთებდი. მედპერსონალი საწოლთან შეკრებილა, ამბობდნენ, ასეთი საოცრება არ უნახავთ, რომ ორგანიზმი იბრძოდა გადარჩენისთვის.

თბილისში როცა ჩამომიყვანეს, 38 კილო ვიყავი. ვერ დავდიოდი, ვერ ვჭამდი, ყველაფერი თავიდან დავიწყე, როგორც ბავშვმა (კითხვის გაგრძელება)