ზურა რთველიაშვილის მეუღლე: ,,ბოლო დროს სულ ერთსა და იმავე ფრაზას ამბობდა _ ადამიანები დაამარცხებენ სიკვდილსო”

ზურა რთველიაშვილის მეუღლე: ,,ბოლო დროს სულ ერთსა და იმავე ფრაზას ამბობდა _ ადამიანები დაამარცხებენ სიკვდილსო”,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

,,ჩემს წიგნს, რომელიც ზურას მივუძღვენი, ბედნიერი დასასრული აქვს, იმიტომ, რომ ჩვენზეა; იმიტომ, რომ წიგნებს, სიტყვას, ძალა აქვს და იმიტომ, რომ ერთად უამრავი რამ გვაქვს გასაკეთებელი, მთავარი სიტყვა ჯერ კიდევ სათქმელი აქვს”, – უყვებოდა ცოტა ხნის წინ,,სარკეს” პოეტ ზურა რთველიაშვილის მეუღლე, მწერალი ნინო ამირეჯიბი. სამწუხაროდ, მათი ცხოვრების  ,,წიგნს” ბედნიერი დასასრული არ აღმოაჩნდა, 20 აპრილს ზურა რთველიაშვილი გარდაიცვალა.

პოეტი კლინიკაში თრომბის გამო მოხვდა, მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ შინაგანი ორგანოების სიმსივნე ჰქონდა. დიაგნოზი როცა გაუმხილეს, პოეტმა იტირა.

,,იტირა, ღმერთო, რატომო! ახლა უკვე მეც ვეღარ შევიკავე თავი… სევდა და ტკივილი თვალებიდან წამსკდა. ხელები ჩავჭიდეთ, ერთად ვიტირეთ, მერე თვალებზე ცრემლი მომწმინდა და რამდენი დარჩაო… ვუპასუხე, ეს შენზეა დამოკიდებული-მეთქი. ჰოდა, ვიბრძოლებო, შენ იყავი მაგრადო…”, – ყვებოდა ნინო ამერიჯიბი.

პოეტი 53 წლის იყო. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს საქართველო დატოვა. შვედეთში პოლიტიკური თავშესაფარიც მიიღო და მოქალაქეობაც. 10 წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და მეორედ დაქორწინდა. მისი უფროსი შვილი და პირველი მეუღლე  შვედეთში ცხოვრობენ, ნინო ამერიჯიბთან 9 თვის შვილი ჰყავს.

ნინო ამირეჯიბი:

-შვედეთიდან საქართველოში პირველად რომ ჩამოვიდა 10 წლიანი პოლიტიკური ემიგრაციის შემდეგ და მისი წიგნის პრეზენტაცია იმართებოდა, მივედი. წიგნი მივაწოდე, ავტოგრაფი გამიკეთე, მეფევ-მეთქი! ავტოგრაფი იყო, წარწერით ,,ნინ, მიყვარხარ ძალიან!”.

ეს იყო ჩვენი სიყვარულის პირველი ახსნა. მას შემდეგ ბევრმა ქარმა გადაიარა, ბევრმა პრობლემამ, ბევრმა ომმა. მოვიგეთ ეს ომები. ერთ დღესაც ჩამოვიდა (კითხვის გაგრძელება)