,,ტანვარჯიშში საქართველოს ჩემპიონი ვარ… ცხვირი კულინარიელებმა გამიტეხეს” – ალეკო ელისაშვილი ცალმხრივი სიყვარულით იტანჯებოდა

,,ტანვარჯიშში საქართველოს ჩემპიონი ვარ… ცხვირი კულინარიელებმა გამიტეხეს” – ალეკო ელისაშვილი ცალმხრივი სიყვარულით იტანჯებოდაპარლამენტის დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის ოცნება, მეომარი გამოსულიყო, არ ახდა, სამაგიეროდ, სულ პოლიტიკურ ბრძოლებშია, განსაკუთრებით ახლა, როცა პარლამენტში შესვლის გამო კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს.

-ბავშვობაში რა გატაცებაც მქონდა, დღემდე მივტირი – ეს იყო სამხედრო კარიერა, – ყვება ,,სარკესთან” ალეკო ელისაშვილი, –  მზვერავობა მინდოდა. საკუთარ თავს სასტიკ ექსპერიმენტებს ვუტარებდი. მაგალითად, ცხელ წყალში ხელს ვყოფდი, რომ გამეძლო. ბაბუაჩემის მამა იყო უშიშროების მაიორი, ვიცე პოლკოვნიკი, მაგრამ ადრე გარდაიცვალა და არ მახსოვს. ცხინვალსა და აფხაზეთში ომი იყო. ერთხელ გავიპარე ომში, უფრო სწორად, რკინიგზის სადგურამდე მივედი, მაგრამ იქიდან ვეღარ წავედი. მაშინ 14 წლის ვიყავი და დედაჩემმა საბერტყით მცემა.

სამხედრო აკადემიაში უნდა ჩამებარებინა, მაგრამ ისტორიის ფაკულტეტზე შევიტანე საბუთები, პოლიტოლოგიის სპეციალობაზე. ისტორიას კარგად ვსწავლობდი. შეგიძლიათ ჰკითხოთ ჩემს ისტორიის პედაგოგს, ზაქრო ქუცნაშვილის დედას.

– ჟურნალისტიკაში როგორ აღმოჩნდით?

– შემთხვევით შემომთავაზეს, ,,დილის გაზეთში” მეწერა…  თბილისში, პავლოვის ქუჩის დასაწყისში  გავიზარდე. ჩემი უბნელები იყვნენ ,,კულინარიელები”. როცა ბავშვობაში ერთად ვთამაშობდით. ვისთან ერთადაც ფეხბურთს ვთამაშობდი, უმეტესობა ცოცხალი არ არის, ვინც ცოცხალია, ან ციხეში ზის, ან უბედური ნარკომანია, ან გაქცეულია. არადა მათგან ზოგი მაგარი მხატვარი გამოვიდოდა, ზოგს ექიმობა უნდოდა… პროტესტი მქონდა კრიმინალისადმი. ხომ იყო ,,წითელი” და ,,შავი” გაგება, მე ,,წითელს” ვაწვებოდი, სამხედრო ფორმით დავდიოდი.

,,კულინარიელები” ჯერ დამცინოდნენ, მაგრამ მერე მოსწონდათ. იყო ორი კატეგორია, ერთნი კრიმინალები გახდნენ, მეორე კი პანკები და როკის მიმდევრები იყვნენ. დეპრესია დამეწყო და ვერავისთან ვურთიერთობდი…(კითხვის გაგრძელება)