,,ტანვარჯიშში საქართველოს ჩემპიონი ვარ… ცხვირი კულინარიელებმა გამიტეხეს” – ალეკო ელისაშვილი ცალმხრივი სიყვარულით იტანჯებოდა

,,ტანვარჯიშში საქართველოს ჩემპიონი ვარ... ცხვირი კულინარიელებმა გამიტეხეს" - ალეკო ელისაშვილი ცალმხრივი სიყვარულით იტანჯებოდაჩხუბიც ხშირად ხდებოდა და ცხვირიც ამიტომ მაქვს ასეთი.

– ჩხუბში გაგიტეხეს ცხვირი?

– ერთხელ ისე მცემეს, ჩემი ცხვირი ძლივს ვიპოვე. 20 კაცი ცხვირში მირტყამდა. ეს ჩემი ძმაკაცის შეყვარებულის გამო მოხდა.

– ვინ იყო იმ პერიოდში ადამიანი, რომელიც თქვენთვის ავტორიტეტს წარმოადგენდა?

– გია ყარყარაშვილი. მაგარი მეომარი იყო. აფხაზეთში ვეფხვივით იბრძოლა. დღემდე იმის სიმბოლოდ, რომ ქართველში მეომრული და ვეფხვური შემართება არ მომკვდარა.

სპორტს ეჭირა რაიმე ადგილი თქვენს ცხოვრებაში?

– ტანმოვარჯიშე ვიყავი, სპორტულ ტანვარჯიშში საქართველოს ნაკრების წევრი. შვიდი წელი ვიარე. ერთხელ საქართველოს ჩემპიონი გავხდი და სამჯერ მესამე ადგილზე გავედი.

– ალბათ სასიყვარულო გატაცებებიც გქონდათ, გოგონები მოგწონდათ…

– ვინც მიყვარდა, არავის ვუყვარდი. რამდენიმეს კი მაშინ მოვეწონე, როცა უკვე აღარ მიყვარდა. ცალმხრივი სიყვარულით ვიტანჯებოდი, ხან ლექსებს ვწერდი და ხან – მოთხრობებს.

– ორმხრივი სიყვარული როდის გამოსცადეთ?

– როცა ცოლი მოვიყვანე. მანამდე ორმხრივი სიყვარული არ მქონია.

– მშობლების მხრიდან მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო, მაინც თქვენსას გაიტანდით?

– მაინც მოვიყვანდი ცოლად. თუ რამე გადავწყვიტე, ,,ხისთავიანობები” მახასიათებს.

– ფსიქოლოგიურად როდის გქონდათ ყველაზე რთული პერიოდი?

– როცა უმუშევარი ვიყავი და აგვისტოს ომის შემდეგ მქონდა საშინელი პერიოდი. ორი შვილი მყავს და რომ მეტყოდნენ, კანფეტი მიყიდეო, როგორია, აუხსნა, პოლიტიკური სიტუაციის გამო დახურეს “მაესტრო” და სამსახური არ მაქვსო. არ მქონდა კანფეტის საყიდელი ფული.

– ახლა ყიდულობთ?

– კანფეტებსაც ვყიდულობ და მეტსაც.  თავზე არ გადამდის, მაგრამ მე და ჩემი ოჯახი ვყოფნით იმ ფულს, რაც გვაქვს.

ნიკა ხაჩიძე, ,,სარკე”, 2009 წელი