“გეტყვით, რატომ ვერ შევნიშნე მატარებელი…” – სალომე ფაცაცია ლევან რატიანმა ფეხზე დააყენა

"გეტყვით, რატომ ვერ შევნიშნე მატარებელი..." - სალომე ფაცაცია ლევან რატიანმა ფეხზე დააყენაზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი სალომე ფაცაცია, რომელიც 24 მარტს ზუგდიდში მატარებელს დაეჯახა, ფეისბუქში მედიკოსებს, საეკლესიო პირებს და გულშემატკივრებს მადლობას უხდის.

“მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის.მადლობა წმინდა გაბრიელს მფარველობისთვის. არც კი ვიცი, საიდან დავიწყო, ყველას სათითაოდ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. თავი ჰოლივუდის ვარსკვლავი მგონია, მთელი არმია კეთილი ადამიანების ჩემს გვერდით იყავით და ხართ ამ გამსაცდელის ჟამს,დიდი მადლობა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას, მეუფე გერასიმეს, ფრიდონ ასათიანს, დედა დინარის, მამა ექვთიმეს, ოჭანეს წმ.ნინოს დედათა მონასტერს, კორცხელის დედათა მონასტერს, დედა ნანას, მცხეთის სამთავრო მონასტერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას,
ზუგდიდის მერს ბატონ გიორგი გეგა შენგელიას, ჩემს მეგობარს კონსტანტინე კაკავას, თაზო ფაცაციას, ედიტა კოდუას, ბატონ მერაბ ქვარაიას,
ბატონ ირაკლი ჩიქოვანს, გიორგი ჩიქოვანს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეს.
ბოდიში, თუ ვინმე გამომრჩა. ყველა ჩემს  მეგობარს (არცერთს არ გნიშნავთ, რადგან უამრავი ხართ)მადლობა საპატრულო პოლიციას, ირაკლი ჭითანავას, მადლობა იმ უცნობ ადამიანს, ვინც სასწრაფოს მოსვლამდე ჩემს დასისხლიანებულ თავს გულში იხუტებდა….
ახლა, რაც შეეხება კლინიკას, სადაც ადამიანებს სიცოცხლეს ჩუქნიან. დავიწყებ ლევან რატიანით.
ტკივილისგან გამწარებულს ტელეფონში ხმა მესმის, “მოლართ კუჩხის ქიგგორინუანქ”, მითხრა და ორ წუთში ხელი მოვაწერე თბილისში გადაყვანაზე, სიტყვები არ მყოფნის ამ ადამიანის საქები, ეს ადამიანი არის ანგელოზი დედამიწაზე, ყველაზე ძლიერმა ტკივილდამაყუჩებელმა ვერ დამიყუჩა ტკივილი….ტკივილისგან, ცრემლით დასველებული სახე მისმა “ბუთქუჩა” თითებმა ჩამიხუტა და ტკივილმაც გამიარა,

გიორგი ბარაბაძე თავის საქმის პროფესიონალი,უთბილესი და ყურადღებიანი ადამიანი, რეანიმაციის მთელს გუნდს ძალიან დიდი მადლობა. გიორგი ჩიქოვანს, თიკო ექიმს, რომელიც ორსულადაა და 24 საათი სხვების სიცოცხლის გადასარჩენად რეანიმაციაშია, მადლობა ჩემს ექიმებს გიორგი ობგაიძეს, ლევან ჩიკვატიას,ირაკლი გარდავას,ბესოს ყველანი ხართ პროფესიონალები.
დღეს გამომწერეს,მარცხენა ფეხზე გამიკეთდა მენჯ ბარძაყის და წვივის ოპერაცია. სახლში, თბილისში გავივლი რეაბილიტაციის პერიოდს, მჯერა ღვთის მადლით მალე დაგიბრუნდებით და ძალიან მალე წამოვდგები ფეხზე.
ვისაც გაინტერესებთ, მატარებელი რატომ ვერ შევნიშნე,რატომ არ გავაჩერე და ა.შ…..ყველაფერი უფლის ნებაა.
გავუფრთხილდეთ და გვიყვარდეს ერთმანეთი!!! გვახსოვდეს!!! წამია წუთი სოფელი.
ბოდიში მატარებლის მემანქანეს, რომელიც ავაფორიაქე..
უნდა იამაყოთ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკით.”