,,სალომე მძიმედაა და მოჰყავთ თბილისში… სანამ ფოტოზე იღლიცინებთ, გაარკვიეთ” – მანქანა, რომელსაც სალომე ფაცაცია მართავდა, მატარებელს შეეჯახა

,,სალომე მძიმედაა და მოჰყავთ თბილისში... სანამ ფოტოზე იღლიცინებთ, გაარკვიეთ" - მანქანა, რომელსაც სალომე ფაცაცია მართავდა, მატარებელს შეეჯახაუბედური შემთხვევა მოხდა ზუგდიდში. მატარებელს შეეჯახა მანქანა, რომელსაც ახალგაზრდა ქალი, ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი, სალომე ფაცაცია მართავდა. სამწუხაროდ, მისი მდგომარეობა მძიმეა.

-უტარდება შოკსაწინააღმდეგო ღონისძიებები, პარალელურად მიმდინარეობს კვლევები და შესაბამისი მკურნალობა. მოტეხილობებზე ინფორმაციას ვერ გეტყვით, კვლევის ფაზაშია პაციენტი, მდგომარეობა არის მძიმე, – განაცხადა რამდენიმე საათის წინ ზუგდიდის აავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, სულხან ორჟონიამ.

ახლახან ექიმმა თამუნა ყურაშვილმა დაწერა, რომ ის თბილისში გადმოჰყავთ.

,,სანამ ზუგდიდის მატარებლის ფოტოზე იღლიცინებთ, გაარკვიეთ, რომ იმ ადგილას არასოდეს არ იყო და არც ახლა არაა შლაგბაუმი. ფოტოები რაც ვრცელდება, არის უკვე ნათრევი მანქანის. ახალგაზრდა გოგო იყო მძღოლი, რომელიც მძიმედაა და მოჰყავთ თბილისში. უბრალოდ ახალგამოსული იყო მატარებელი ზუგდიდის სადგურიდან და სიჩქარე არ ჰქონდა აკრეფილი. სალომე ფაცაცია – აბა, შენ იცი, გამოჯანმრთელებას გისურვებ”.