ბაია პატარაია: ,,ჩემმა ქმარმა პასკის რეცეპტი მოიძია და… საშინელებათა ფილმში მეგონა თავი, ყველგან გაფუებული ცომი იყო”

ბაია პატარაია: ,,ჩემმა ქმარმა პასკის რეცეპტი მოიძია და... საშინელებათა ფილმში მეგონა თავი, ყველგან გაფუებული ცომი იყო''

,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

ქალთა უფლებების დამცველ ბაია პატარაიას ცხოვრებაში სამი მთავარი მამაკაცია – მამა, ქმარი და ვაჟი. ამბობს, რომ მის ოჯახში მამაკაცს ქალი არასოდეს დაუჩაგრავს. ბაიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა, ბუდაპეშტშიც ისწავლა და მაგისტრის ხარისხი მიიღო. 2009-2013 წლებში იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა. ,,საფარს” კი 2014 წლიდან ხელმძღვანელობს.

– ქალთა უფლებების დაცვა პირადი პრობლემების გამო ხომ არ დაიწყეთ?

– ისე გავიარე ბავშვობა და სტუდენტობა, არც ვიცოდი, ოჯახური ძალადობა თუ არსებობდა. მშობლები მე და ჩემს დას ისე არ გვზრდიდნენ, ოღონდ გათხოვდით, პატრონს ჩაბარდით და შვილი გააჩინეთო. გვეუბნებოდნენ, რომ ყველაზე კარგად უნდა გვესწავლა.

– ,,პატრონს” მაინც ჩაბარდით…

– არა. პარტნიორი რომ შევიძინე, ეს ჩემი სურვილით მოხდა.

– ქმართან გიწევთ საკუთარი უფლებების დაცვა?

– საკუთარი უფლებების დაცვა საკუთარი ოჯახიდან უნდა დაიწყო. ქმრად ისეთი ადამიანი ავარჩიე, რომელიც იზიარებდა ჩემს აზრებს… თუმცა ადამიანების თანაცხოვრება თავიდან ცოტა რთულია.

– რა გაგიჭირდათ?

–  არ მიყვარს ჭურჭლის რეცხვა, ამის გამო გვქონდა პრობლემა. ახლაც აქტუალურია ეს. ოღონდ ჭურჭელი არ დამარეცხინო და თუნდაც სტუმარმა დარეცხოს. ჩემი ქმარიც რეცხავს…

– ქმარს რა უყვარს თქვენი ნახელავიდან?

– ყველაფერი კარგად გამომდის. რამდენიმე წლის წინ ჩემმა ქმარმა პასკის რეცეპტი მოიძია. საფუარი ერთი კოვზის მაგივრად მთელი ყუთი ჩაუყრია. სამზარეულოში რომ შევედი, საშინელებათა ფილმში მეგონა თავი – ყველგან გაფუებული ცომი იყო. რაც ძირს არ დაიღვარა, ის ცომი მაინც გამოვაცხეთ და გემრიელი პასკა გამოვიდა.

ინტერვიუ სრულად ბმულზე