ოთარ კობერიძე გარდაცვლილ ცოლს ესაუბრებოდა – ,,მამა ხშირად ტიროდა”

ოთარ კობერიძე გარდაცვლილ ცოლს ესაუბრებოდა - ,,მამა ხშირად ტიროდა",,სარკე”

ნანა კობერიძე, ლია ელიავას და ოთარ კობერიძის შვილი:

– დედის გარდაცვალება მახსენდება, როგორც ყველაზე საშინელი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში (ლია ელიავა 1998 წელს გარდაიცვალა. ძილში გული გაუჩერდა. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა, 64 წლის იყო). ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ დედა ჩემ გვერდით არ იქნებოდა, ჩემს შვილს გაზრდილს რომ ვერ ნახავდა. გვიჭირს და დღემდე მშვიდად ვერ ვლაპარაკობთ მასზე.

ავად იყო, გული აწუხებდა და უცებ, ძილში გაიპარა. მაშინ ჩემს ქალიშვილთან ერთად ვენაში ვიყავი. დამირეკეს და სასწრაფოდ წამოვედით. დაკრძალვაზე ძალიან ბევრი ხალხი იყო. მთელი საქართველოდან ჩამოდიოდნენ. რომ ჩამოვედი, მამა ტირილით მომეგება. ჩვენთვის ეს დიდი უბედურება იყო. სტრესისგან გათიშული ვიყავი და ბევრი რამ არ მახსენდება…

მამა, რომლის თვალზეც ცრემლი არასდროს მინახავს, დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ ხშირად ტიროდა. ლია ძალიან ენატრებოდა, რაღაც წერილებს სწერდა. ხშირად მიდიოდა მის საფლავზე და ესაუბრებოდა, თავის ამბებს უყვებოდა (კითხვის გაგრძელება).