,,მოლნუპირავირი – ამ წამალმა შეიძლება პანდემია დაასრულოს” – გიორგი ღოღობერიძე

,,მოლნუპირავირი - ამ წამალმა შეიძლება პანდემია დაასრულოს" - გიორგი ღოღობერიძე,,მოლნუპირავირი – ამ წამალმა შეიძლება COVID-ის პანდემია დაასრულოს” – ამბობს ექიმი გიორგი ღოღობერიძე.

-2020 წლის ოქტომბერში ამ წამალმა უკვე დაიწყო კვლევის მეორე და მესამე ფაზები. დეკემბერში ნახეს, რომ ძალიან ეფექტური იყო ცხოველების შემთხვევაში. ქრცვინები, კვერნისებრთა ოჯახის მტაცებლები დააინფიცირეს კოვიდით და უმკურნალეს. ნახეს, რომ ამ პრეპარატმა 24 საათში ვირუსი დაშალა, გაანადგურა. არც ერთ ცხოველს აღარ შეეძლო ვირუსის გადაცემა.

თუ ეს წამალი კვლევის მეორე და მესამე ფაზებს გაივლის წარმატებით, იცით, რა მოხდება? თუ დაავადდებიან, პაციენტები კოვიდს აღარ გადასდებენ ერთმანეთს. დალევ ამ წამალს და 24 საათში შენ უკვე აღარავის გადადებ. ან დალევ და დაავადება აღარ გადაგივა მძიმე და კრიტიკულ ფორმაში, კოვიდით არავინ მოკვდება, არც თვითიზოლაცია იქნება საჭირო, კერებსაც ამ წამლით ჩააქრობ, _ ამბობს გიორგი ღოღობერიძე.