თენგიზ ცერცვაძე: “ეს წამალი უდიდესი აღმოჩენაა და ვაქცინაზე მნიშვნელოვანი იქნება”

თენგიზ ცერცვაძე: "ეს წამალი უდიდესი აღმოჩენაა და ვაქცინაზე მნიშვნელოვანი იქნება"ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თუკი კორონავირუსის საწინააღმდეგო ახლად აღმოჩენილმა პრეპარატმა მოლნუპირავირმა გაამართლა ეს იქნება უფრო დიდი აღმოჩენა, ვიდრე ვაქცინა.

„მოლნუპირავირი 24 საათში წყვეტს ვირუსის რეპლიკაციას და გადაცემას და თუ მას მივცემთ კოვიდავადმყოფს, რამოდენიმე ეფექტი უნდა მივიღოთ – ერთი თვითონ დამძიმებისგან დაიცავს ავადმყოფს და მეორე აღარ მოხდება ვირუსის გადაცემა სხვაზე, ანუ პიროვნება რომელიც ამ მედიკამენტს მიიღებს გადამდები აღარ იქნება. რადგან მის ორგანიზმში ვირუსის გამრავლება დაიბლოკება და ის ვეღარ დაასნებოვნებს სხვა პიროვნებას.

მაგრამ ამაზე ჯერ მეორე და მესამე კვლევის ფაზა მიმდინარეობს და ეს დადასტურდება თუ არა, უცნობია, თავის დროზე რემდესივირზეც ასე იყო, ფიქრობდნენ, რომ ყველას განკურნავდა, სიკვდილიანობას შეამცირებდა, მაგრამ რემდესივირმა ეს ნაწილობრივ გაამართლა.

ჯერ ცნობილი არაა, ინფიცირებიდან რამდენ დღეშია ეფექტური პრეპარატი, მაგრამ სავარაუდოდ 10 დღის შემდეგ არ იქნება ეფექტური.

ასეთი პრეპარატი მსგავსი შედეგით ჯერ არ ყოფილა და ეს რომ დადასტურდეს, იქნება უფრო დიდი აღმოჩენა და უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ვაქცინა. რადგან ეს მედიკამენტი მოარჩენს იმას, ვინც ინფიცირებულია და არ გადაეცემა იმათ, ვისაც ვირუსი არ აქვთ.

ვაქცინას სხვა დანიშნულება აქვს, რომ აიცრას მთელი მოსახლეობა, მაგრამ ვაქცინით მთლიანად ვერ მოერევით ვირუსს – ყველა არ აიცრება, ვინც აიცრება, ყველას არ განუვითარდება იმუნიტეტი, ამიტომ რომ მოვსპოთ მთლიანად ვირუსი, აუცილებელია ორივე, პრეპარატიც და ვაქცინაც“, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.

პრაიმტაიმი