თამარ ურუშაძე: ,,ჩემს ქორწინებებში შეცდომები არ არსებობს”

თამარ ურუშაძე: ,,ჩემს ქორწინებებში შეცდომები არ არსებობს",,სარკე”, ავთო ჩიტიძე

,,რუსთავი 2′-ის ,,კურიერის” წამყვანი თამარ ურუშაძე ,,სარკესთან” პირადსა და საქმეზე საუბრობს:

– საქმის მიღმა ორი ბიჭის დედა ხართ. ცოტა ხნის წინ, როცა უფროს შვილთან ერთად ეკრანზე გამოჩნდით, ცოტა რთული დასაჯერებელი იყო, რომ ამხელა ვაჟი გყავთ.

– ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არ მყავს ოჯახი და მეუღლე, უკან რომ მოიხედავ და ხედავ ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს, ხვდები, ბედნიერად გიცხოვრია. ვნანობ, რომ შვილებთან მეტი დრო არ გავატარე. ეს ისეთი პაუზებია, რომლებსაც ვერასდროს შეავსებ. არც ერთ დედას აქვს უფლება, შვილის ცხოვრებაში ყველა ეტაპზე ჩართული არ იყოს. სამწუხაროდ, ყოველთვის მათ გვერდით არ ვიყავი.

– როდის იგრძენით ყველაზე მეტად შვილების გვერდში დგომა?

– ამას სულ ვგრძნობ. მათგან ეს არ დამიმსახურებია, ანუ რაც დავაკელი, მათგან ცუდად არ დამბრუნებია.

– ორჯერ დანგრეული ოჯახი – ხედავთ ამ ყველაფერში თქვენ მიერ დაშვებულ შეცდომებს?

ქორწინებაში შეცდომები არ არსებობს, ყოველთვის სწორია, რა ნაბიჯსაც დგამ. ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, ასეა. როცა შვილები გყავს, შენს ქორწინებაში შეცდომები არ უნდა ეძებო.

– მეოჯახე ადამიანი ხართ თუ ოჯახური ჩარჩოების გარეშე თავისუფლებას უფრო აფასებთ?

– ნატურით ნამდვილად მეოჯახე ვარ, ყოველ შემთხვევაში, სურვილი ყოველთვის მქონდა, ოჯახი მქონოდა, მაგრამ ვერ ვახერხებდი, მეტი დრო დამეთმო მისთვის.

– რა ეტაპია თქვენი, როგორც ქალის, ცხოვრებაში, სიყვარულის კიდევ გჯერათ?

– სიყვარულის ყოველთვის მჯერა. ახლა საქმეზე ვარ ორიენტირებული.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”