თამარ ურუშაძე: ,,რუსთავი 2″-ში სასიამოვნო სიტუაცია არ იყო, მაგრამ ეს ჩემთვის რთული არ ყოფილა”

თამარ ურუშაძე: ,,რუსთავი 2"-ში სასიამოვნო სიტუაცია არ იყო, მაგრამ ეს ჩემთვის რთული არ ყოფილა",,სარკე”, ავთო ჩიტიძე

ჟურნალისტი თამარ ურუშაძე  საქმეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უდგება და ამიტომ ხშირად ,,რუსთავი 2″-ის კედლებში ჩაფიქრებულს, მკაცრს და მუდმივად საქმიანს ნახავთ. ბუნებით ლაღი და მხიარული თამარი ტელეარხის ზღურბლზე ტოვებს ყველა პირად ემოციას.

– ემოციურად მძიმე არ იყო თავის დამკვიდრება ტელეკომპანიაში, საიდანაც თითქმის ყველა ჟურნალისტი წავიდა. ეს რთული გადასატანი არ იყო თქვენთვის?

– როდესაც საკუთარ თავთან მართალი ხარ, მაშინ რთული არაფერია. როდესაც ,,რუსთავი 2″-ში დავიწყე მუშაობა, სასიამოვნო სიტუაცია არ იყო, მაგრამ ეს ჩემთვის რთული ეტაპი არ ყოფილა, რადგან ამ გადაწყვეტილების გამო აგრესია არ წამოსულა.

ახალმა გუნდმა, რომელიც ამ ერთი წლის განმავლობაში შეიქმნა, კარგად აჩვენა, რომ მიკერძოებულები არ ვართ. ჩვენმა საქმემ გასცა იმ კითხვებს პასუხები, რომლებიც ერთი წლის წინ გაჩნდა.

– ოთხი ტელეკომპანია გაქვთ გამოცვლილი და ალბათ ნაცნობია თქვენთვის ინტრიგები და ფეხის დადებები, რაც ამ სფეროში ხშირია. რა გავლენას ახდენს ეს თქვენს მუშაობაზე, რა კვალს ტოვებს თქვენს პიროვნებაზე?

– რა თქმა უნდა, ამ სფეროშიც შევჯახებივარ ინტრიგებს, მაგრამ ჩემი პრინციპები მაქვს – არასდროს ვერთვები ბრძოლებში, საკუთარ თავს უფლებას არ ვაძლევ, ამ საკითხზე 2 წუთზე მეტი ვიფიქრო. გადის დრო და ყოველთვის ჩემი საქმით გაეცემა ხოლმე პასუხი იმ ყველაფერს, რასაც შევჯახებივარ.

სატელევიზიო ინტრიგებში არასოდეს ჩავრეულვარ. ბევრი უსამართლობა ვიწვნიე საკუთარ თავზე, მაგრამ გულში არაფერს ვიტოვებ. ყოველთვის დრო სცემს პასუხს იმ უსამართლობას, რაც ცხოვრების გზაზე შემხვედრია.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”