ქეთი დოლიძის ქალიშვილი – ,,მამაჩემი განსხვავებული, ევროპული მენტალობის კაცი იყო”

ქეთი დოლიძის ქალიშვილი - ,,მამაჩემი განსხვავებული, ევროპული მენტალობის კაცი იყო"მსახიობი თამრი ბზიავა რეჟისორ ქეთი დოლიძის ქალიშვილია, ანუ დიდი რეჟისორის, სიკო დოლიძის, შვილიშვილი. თამრი და მისი ძმა, თორნიკე, ბავშვობიდან შეეჩვივნენ თეატრის კულისებს და ფილმის გადასაღებ მოედანს. თამრი დღეს წარმატებული მსახიობია. ის ,,სარკეს” დედაზე ესაუბრა:

-ქეთი დოლიძის შვილობა ყოველთვის ბევრს გვავალდებულებდა მე და თორნიკეს. დედა ყოველთვის მკაცრი იყო ჩვენი შეფასებისას. თეატრში ჩემი ყველაზე დიდი კრიტიკოსი დედა იყო, ზოგჯერ ზედმეტიც კი მოსდიოდა. ქეთის შვილობა ჩემთვის შემაფერხებელი უფრო იყო.

– როგორი იყო თქვენი და მშობლების ურთიერთდამოკიდებულება და როგორ ეგუება ხელოვანი და-ძმა ერთმანეთს?

– მამა, კოკა ბზიავა, იყო სრულიად განსხვავებული, ევროპული მენტალობის კაცი. ჯერ კიდევ მყარ კომუნისტურ ეპოქაში, როცა სული ეხუთებოდა დამყაყებული საბჭოთა რეჟიმისგან, მოახერხა, წავიდა პოლონეთში, სადაც 20 წელი ცხოვრობდა. შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, შეხვდა ქეთის და შექმნა ოჯახი.

მამა გვასწავლიდა კაცთმოყვარეობას, მშვიდი და თბილი ადამიანი იყო. ჩვენ დიდ ოჯახად ვცხოვრობდით, დედ-მამა, ბებია (მამის დედა) და პაპიდები – სიკო დოლიძის სამი და. ბავშვებს ყველა გვეფერებოდა.

ქეთი არის გულისხმიერი, ლაღი, მხიარული. ხშირად დავყავდით თეატრში, გადასაღებ მოედანზე, ყველაფერს ასწრებდა და ასწრებს – სამსახურს, დიასახლისობას, უყვარს ადამიანები, მიმტევებელია. წყენას გულში არ იდებს. უყვარს სახლის მოწყობა, სიურპრიზები, დღესასწაულები.

მე და თორნიკე მეგობრები ვართ, იგი 3 წლით უფროსია ჩემზე. ყოველთვის მქონდა მისი რიდი, თუმცა შიში – არასდროს. ერთმანეთს ვუყვებით პირად ამბებს, ვკამათობთ ბევრს და ხშირად – ძირითადად საქმის და პროფესიის გარშემო.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ბმულზე