ამერიკის ლეგენდარული მოსამართლე გარდაიცვალა – გინსბერგი ამბობდა, რომ მანამდე არ სურდა გარდაცვალება, სანამ პრეზიდენტის პოსტს ტრამპი იკავებდა

ამერიკის ლეგენდარული მოსამართლე გარდაიცვალა - გინსბერგი ამბობდა, რომ მანამდე არ სურდა გარდაცვალება, სანამ პრეზიდენტის პოსტს ტრამპი იკავებდააშშ-ს უზენაესი სასამართლოს უხუცესი მოსამართლე, რუთ გინსბურგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც სასამართლოში აცხადებენ, მისი გარდაცვალების მიზეზი პანკრეასის კიბოთი გამოწვეული გართულებები გახდა.

იგი ერთ-ერთ ლიბერალ მოსამართლედ ითვლებოდა, რომელიც ქალთა უფლებებისთვის იბრძოდა.

...

პანკრეასის კიბოს გამო რუთ გინსბურგს საავადმყოფოში მკურნალობა ხშირად უწევდა, თუმცა სამსახურში მალევე ბრუნდებოდა. ის აცხადებდა, რომ თავის მოვალეობებს მანამ შეასრულებდა, სანამ მუშაობა შეეძლებოდა.

გინსბურგი აშშ-ს ისტორიაში მეორე ქალი იყო, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა. მან აღნიშნული პოზიცია 1993 წელს დაიკავა,  როცა პრეზიდენტი ბილ კლინტონი იყო.

რუთ ბეიდერ გინბურგი 1933 წელს ნიუ-იორკში დაიბადა და იურიდიული განათლება ჰარვარდში მიიღო, სადაც 500 კაცს შორის ერთადერთი ქალი იყო. სქესობრივი დისკრიმინაციის გამო დიდი ხნის განმავლობაში ნორმალურ სამსახურში ვერ საქმდებოდა. 1972 წელს მან ქალთა უფლებების დაცვისთვის ჩამოაყალიბა ორგანიზაცია Women’s Rights Project.

გინსბურგს არ მოსწონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკა. იგი ამბობდა, რომ მანამდე არ სურდა გარდაცვალება, სანამ ამ პოსტს ტრამპი იკავებდა.

აშშ-ში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად სიცოცხლის ბოლომდე ინიშნებიან. მათ კანდიდატურას კი სენატს პრეზიდენტი წარუდგენს. თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში ტრამპმა უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე წარადგინა და ითვლება, რომ ამით კონსერვატიული ფრთა გაძლიერდა. დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი არჩევნების შემდეგ უნდა წარადგინონ.

როგორც ანალიტიკოსები ახლა ამბობენ, ტრამპი შეეცდება, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე წარადგინოს ახალი პრეზიდენტი, რითაც უზენაეს სასამართლოში კონსერვატორებს გააძლიერებს.

გარდაცვალების შემდეგ თვითონ დონალდ ტრამპმა გინსბურგს ,,კანონის ტიტანი” და ,,ბრწყინვალე გონება” უწოდა _ ონ.ჯი

აღსანიშნავია, რომ ამერიკის ლეგენდარული მოსამართლე გასული წლის ნოემბერში ქართველი ბარიტონის, გიორგი გაგნიძის სპექტაკლს დაესწრო ვაშინგტონში.

ამერიკის ლეგენდარული მოსამართლე გიორგი გაგნიძის სპექტაკლს დაესწრო – ქართველი ბარიტონის ტრიუმფი ვაშინგტონში