ამერიკის ლეგენდარული მოსამართლე გიორგი გაგნიძის სპექტაკლს დაესწრო – ქართველი ბარიტონის ტრიუმფი ვაშინგტონში

ამერიკის ლეგენდარული მოსამართლე გიორგი გაგნიძის სპექტაკლს დაესწრო - ქართველი ბარიტონის ტრიუმფი ვაშინგტონში ვაშინგტონის ნაციონალურ თეატრში, კენედის ცენტრში ოპერის ქართველი ვარსკვლავის, გიორგი გაგნიძის დებიუტმა ტრიუმფით ჩაიარა. მან იაგოს როლი შეასრულა ჯუზეპე ვერდის ოპერაში ,,ოტელო”.

,,ქართველი ბარიტონი განსაკუთრებულია ამ როლში. მისი უძლიერესი და მდიდარი ხმა ძალიან ძლიერად გადმოსცემს ოტელოს სიძულვილს. მან ზუსტად გახსნა შექსპირისეული წარმოდგენა  იაგოზე და ის ღვარძლი წარმოაჩინა, რომელიც იაგოს გააჩნია მავრისადმი”, ,,გიორგი გაგნიძეს ტრიუმფალური გამოსვლა ჰქონდა ვაშინგტონის ნაციონალურ თეატრში. ის შექსპირის უმაღლესი დონის ინტერპრეტატორია”, – წერს ქართველ ბარიტონზე ამერიკული პრესა.

,,ოტელოს” ვაშინგტონის ელიტა ესწრებოდა, ცნობილი პოლიტიკოსები, სენატორები, მათ შორის – ამერიკის უზენაესი სასამართლოს ლეგენდარული მოსამართლე, რუთ ბეიდერ გინსბურგი.

ის ქართველ ბარიტონს სპექტაკლის შემდეგ გამართულ ბანკეტზე შეხვდა. ცნობილმა უფლებადამცველმა გიორგი გაგნიძეს დებიუტი მიულოცა, უთხრა, რომ ოპერა ძალიან უყვარს და ,,ოტელო” განსაკუთრებულად მოეწონა.

ვაშინგტონამდე გიორგი გაგნიძემ, ბერლინში, დოიჩე ოპერაში ნაბუქოს როლი შეასრულა ოპერაში ,,ნაბუქო”.

,,გიორგი გაგნიძით დოიჩე ოპერამ ჩვენი დროის საუკეთესო ნაბუქოდონოსორი შეიძინა. მისი სასიამოვნო და სრულყოფილად სიმეტრიული ბარიტონი, ფორტეს პასაჟებში უძლიერესია და ამავე დროს დაბალ ხმაში – შეუდარებელი, დიდებული წარმოდგენით ლოცვის სცენაში. გიორგი გაგნიძე ამ როლის ღირსეული შემსრულებელია”, – დაწერა გერმანულმა პრესამ.

ფოტოებზე: რასელ ტომასი (ოტელო), ლეა გროჩეტო (დეზდემონა), რუთ ბეიდერ გინსბურგი და გიორგი გაგნიძე, რასელ ტომასი და გიორგი გაგნიძეამერიკის ლეგენდარული მოსამართლე გიორგი გაგნიძის სპექტაკლს დაესწრო - ქართველი ბარიტონის ტრიუმფი ვაშინგტონში

ამერიკის ლეგენდარული მოსამართლე გიორგი გაგნიძის სპექტაკლს დაესწრო - ქართველი ბარიტონის ტრიუმფი ვაშინგტონში