10 აგვისტოდან ირმა ჭკუასელის სახელობის სტიპენდია მოსწავლეებს, სტუდენტებსა და პედაგოგებს გადაეცემათ

10 აგვისტოდან ირმა ჭკუასელის სახელობის სტიპენდია მოსწავლეებს, სტუდენტებსა და პედაგოგებს გადაეცემათსაერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, ლია ბუკიამ თავისი ყოფილი თანამშრომლის, ,,სარკის” ჟურნალისტის, ირმა ჭკუასელის სახელობის სტიპენდია დაარსა.

,,გადავწყვიტე, ირმა ჭკუასელის სტიპენდია დაიბადოს 10 აგვისტოს, შენს დაბადების დღეზე. ამ სტიპენდიას მიიღებს შენსავით მონდომებული  მოსწავლე, სტუდენტი, პედაგოგი და 1000 ლარის ფარგლებში გაივლის მისთვის სასურველ ტრენინგ-კურსს. ირმა, იმსახურებ კვლევითმა ინსტიტუტმა შენი  სახელი უკვდავყოს”, _ წერს სოციალურ ქსელში ლია ბუკია.

ირმა ჭკუასელი 29 მაისს გარდაიცვალა.

“გაფრინდა ჩვენი პატარა ჩიტი, ყველაზე კეთილი და კეთილშობილი” – “სარკის” ჟურნალისტი ირმა ჭკუასელი გარდაიცვალა