“გაფრინდა ჩვენი პატარა ჩიტი, ყველაზე კეთილი და კეთილშობილი” – “სარკის” ჟურნალისტი ირმა ჭკუასელი გარდაიცვალა

ჟურნალ სარკის 24 წლის ჟურნალისტი ირმა ჭკუასელი მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა მედეა სანაიამ ფეისბუქში დაწერა: “გაფრინდა ჩვენი პატარა ჩიტი, ჩვენი რედაქციის ყველაზე პატარა ჟურნალისტი, ჩვენი მებრძოლი, ყველაზე კეთილი და კეთილშობილი. თვითონ უკეთეს სამყაროში გადავიდა, ჩვენ დაგვაკლდება ძალიან, ჩვენ ვერ ამოვავსებთ ამ სიცარიელეს…” Facebook