თამთა ხუხუნაიშვილი: ,,ფინალში ოთხი სხვადასხვანაირი გიჟი ვართ”

თამთა ხუხუნაიშვილი: ,,ფინალში ოთხი სხვადასხვანაირი გიჟი ვართ"თამთა ხუხუნაიშვილი პროექტ „მხოლოდ ქართულის“ ფინალისთვის განსაკუთრებით ემზადება. გამარჯვებაზე მეტად იმაზე ფიქრობს, რომ საკონკურსო სიმღერა კარგად შეასრულოს. ფინალის წინაც კი კონკურსსანტებს კონკურენტებად ვერ აღიქვამს. უნდა, რომ ტელეპროექტი და ხალხის სიყვარული მაქსმიალურად გამოიყენოს და შოუბიზნესში აქტიურად დარჩეს.

-ფინალის წინ ემოციები და ნერვიულობა მაქსმიალურად გამძაფრებული მაქვს. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ კარგად ვიმღერო. ძალიან მიხარია, რომ ფინალის წინაც კი ჩვენს ოთხეულში კონკურენცია არ იგრძნობა და მეგობრობას ვინარჩუნებთ.

ფინალში ოთხი სხვადასხვანაირი გიჟი ვართ. „მხოლოდ ქართულში“ გატარებულმა სამმა თვემ უკვე ბევრი რამ მომცა, თავდაჯერებული გამხადა, მუსიკალურად ძალიან გამზარდა, დიდი სკოლა გამოვიარე და ამიტომ, როგორც  უნდა დასრულდეს, ამ პროექტით ბედნიერი ვიქნები. სცენაზე დავრჩები და საავტორო სიმღერების შესრულებას გავაგრძელებ.

ზაქარია ჭელიძის ფოტო

თამთა ხუხუნაიშვილი: “შეყვარებულს ჩემი კარგად ესმის – ყველაზე გულწრფელი ვარ, როცა ვმღერი”