ნინი შონია: ,,იმედია, ფინალში ჩემი ტრიუმფიც და მარცხიც სამართლიანი იქნება’’

ნინი შონია: ,,იმედია, ფინალში ჩემი ტრიუმფიც და მარცხიც სამართლიანი იქნება’’ნინი შონია ,,მხოლოდ ქართულის” ფინალისთვის გაორმაგებული ენერგიით ემზადება. მისი მთავარი საზრუნავია, რომ მაყურებელს არც ამჯერად გაუცრუოს იმედები და კარგად იმღეროს. გამარჯვება-დამარცხებაზე ნაკლებად ფიქრობს, რადგან თვლის, რომ ყველა შემთხვევაში სცენაზე დარჩება და ქართულად სიმღერას გააგრძელებს.

-ამაღლებული განწყობა მაქვს. ბევრის ოცნება იყო, ფინალამდე მოსულიყო და მე ფინალში ვარ. გაორმაგებული ემოციები მაქვს. ყველაფერს ვაკეთებ, რომ გულშემატკივრების იმედები გავამართლო.

ამ პროექტმა ბევრი მეგობარი შემძინა, მუსიკაში დიდი პროფესიონალები გამაცნო, რომლებთანაც მომავალშიც გავაგრძელებ ურთიერთობას.

,,მხოლოდ ქართული” ჩემი პირველი პროექტია, რომელმაც გამხადა თავდაჯერებული. ყოველი ტური ძალიან ემოციური იყო ჩემთვის, დიდი სტრესიც გამოვიარე, მაგრამ ფინალამდე მოსასვლელად ეს ყველაფერი ღირდა. იმის ამბიცია გამიჩინა, რომ ეს საქმე ვაკეთო.

დიდი იმედი მაქვს, ტრიუმფი თუ მარცხი იქნება სამართლიანი. ორივე შემთხვევაში დავრჩები სცენაზე. აკადემიური მომღერალი ვიქნები და ქართულ კლასიკურ სიმღერებს შევასრულებ, რადგან ამ ჟანრში ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს, – ამბობს ნინი შონია სარკენიუსთან.

ზაქარია ჭელიძის ფოტო

ნინი შონიამ ძმასთან ურთიერთობა 5 წლის შემდეგ აღადგინა