ანა ქურთუბაძე: „როგორც უნდა დამთავრდეს ფინალი, მე სცენაზე დავრჩები”

ანა ქურთუბაძე: „როგორც უნდა დამთავრდეს ფინალი, მე სცენაზე დავრჩები"მუსიკისა და დრამის მსახიობი, ანა ქურთუბაძე „მხოლოდ ქართულის“ ფინალშია. მან ამ პროექტის განმავლობაში დრამატული გზა გაიარა. იყო აუტსაიდერიც და ჟიურის ფავორიტიც. თავად თვლის, რომ ფინალში ყოფნა მისთვის უკვე გამარჯვებაა.

-კასტინგების პერიოდში ვერც იმაზე ვიოცნებებდი, რომ ათეულში მოვხვდებოდი და, მით უმეტეს, ვერც ფინალში. ეს განვლილი პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება. მიუხედავად იმისა, რომ ფინალისთვის ვემზადებით, ოთხივე ფინალისტი ერთმანეთის გულშემატკივრები ვართ. კონკურენცია და დაძაბულა არ იგრძნობა. ვინც უნდა გახდეს გამარჯვებული, გულწრფელად გამიხარდება.

ვთვლი, რომ ამ პროექტმა უკვე მომცა ის, რაც მინდოდა, პირველ რიგში, თავდაჯერება, რადგან მეგონა, რომ სოლო სიმღერა არ გამომივიდოდა. მე მთელ დასთან ერთად სიმღერას ვიყავი მიჩვეული და ასევე – მომიტანა  ხალხის დიდი სიყვარული. უკვე ისე კარგად ვგრძნობ თავს სცენაზე, რომ როგორც უნდა დამთავრდეს „მხოლოდ ქართული“, მე სიმღერას გავაგრძელებ, – ამბობს „სარკენიუსთან“ ფინალისტი.

ზაქარია ჭელიძის ფოტო

ანა ქურთუბაძე: “შვილი ეკრანზე რომ მხედავს, დედა ანას მეძახის”