ეკო ფანგანი ვაკეში მომხდარ ტრაგედიაზე: ,,ლევანი კონფლიქტური იყო, თაკო გაერიდა, სხვაგან ცხოვრობდა”

ეკო ფანგანი ვაკეში მომხდარ ტრაგედიაზე: ,,ლევანი კონფლიქტური იყო, თაკო გაერიდა, სხვაგან ცხოვრობდა",,მგონია, რომ ეს ღამე არასოდეს  გათენდება, თუმცა გუშინდელი არ უნდა გათენებულიყო, თურმე… თაკო…  ეს ფოტო უკვე 10 წლის ყოფილა…”- დაწერა ტელეწამყვანმა ეკო ფანგანმა მეგობარზე, თაკო აბაშიძეზე და მასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

თკო გუშინ თბილისში, ვაკეში, ატენის ქუჩაზე ძმასთან და დედასთან ერთად მკვდარი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ძმამ დედა და და მოკლა, მერე კი თავი მოიკლა.

ეკო ფანგანი პრაიმტაიმთან ყვება:

– თაკო აბაშიძე ჩემი მეზობელი იყო, მას ბავშვობიდან ვიცნობდი და ვმეგობრობდით…  თაკო რამდენიმე წლის განმავლობაში საკუთარ სახლში არ ცხოვრობდა, ჯერ თავის ბიძაშვილებთან, შემდეგ კი ნაქირავებ ბინაში გადავიდა, რადგან მისი ძმა ცოტა პრობლემური ბიჭი იყო და კონფლიქტების თავიდან არიდების მიზნით ცალკე ცხოვრება ამჯობინა. ძმას რთული ხასიათი ჰქონდა, კონფლიქტური ტიპი იყო. ძალიან პატარები იყვნენ, როდესაც მამა გარდაეცვალათ, ქალბატონი ირინა არაჩვეულებრივი ქალი იყო, ძალიან მიყვარდა. სულ ცდილობდა, და-ძმას შორის კარგი ურთიერთობა ყოფილიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, არ გამოსდიოდა…

თაკო კი სულ მუშაობდა, მთელი ცხოვრება, თან სწავლობდა, მაგისტრატურაში. იგი პროფესიით ფსიქოლოგი იყო. ყველაზე უპრობლემო, ლაღი, მეგობრული, გვერდში მდგომი… უამრავი მეგობარი ჰყავდა. ქალბატონი ირინა უნივერსიტეტის პროფესორი გახლდათ, თაკოს ბებიაც. შესანიშნავი ოჯახი იყო, განათლებული, ინტელიგენტი. ბებია წელს გარდაიცვალა, კიდევ კარგი, ამ ამბავს ვერ მოესწრო…

პრაიმტაიმი, ავტორი თამთა დადეშელი

დატოვეთ თქვენი კომენტარი