ატენის ქუჩაზე და-ძმა თაკო და ლევან აბაშიძეები და მათი დედა ირინა გედევანიშვილი მოკლული იპოვეს

ატენის ქუჩაზე და-ძმა თაკო და ლევან აბაშიძეები და მათი დედა ირინა გედევანიშვილი მოკლული იპოვესატენის ქუჩაზე, 20 ნომერში, და-ძმა თაკო და ლევან აბაშიძეები და მათი დედა ირინა გედევანიშვილი მოკლულები იპოვეს.

ჯერ გავრცელდა ვერსია, რომ ლევან აბაშიძემ  და და დედა მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

საღამოს კი სხვა ვერსიაც გავრცელდა, რომლის მიხედვით, სამივე პირი უცნობმა ადამიანმა მოკლა.

პოლიცია ჯერჯერობით არც ერთ ვერსიას არ ადასტურებს.

შემთხვევა, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა.

”მიზეზი არავინ არ იცის. ყველა გაოგნებულია. ლევანი არ იყო კონფლიქტური. გასროლის ხმა არ გამიგია. ამბობენ, რომ ტრაგედია გამთენიისას მოხდა. ბიჭი ცოტა ხნის წინ ინგლისიდან ჩამოვიდა”, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

როგორც ამბობენ, ლევან აბაშიძე განქორწინდა და ამიტომ ჩამოვიდა საქართველოში დროებით.

”ძალიან მოსიყვარულე და თბილი ადამიანი იყო”, – აცხადებს ერთ-ერთი ახლობელი.

მისივე თქმით, სახლში, სადაც მოკლულები იპოვეს, მხოლოდ 3 ადამიანი ცხოვრობდა.

“ვიცნობდი მთელ ოჯახს. იყვნენ ჩვენი ახლობლები, არაჩვეულებრივი, წესიერი და პატიოსანი ოჯახი იყო – ნამდვილი ინტელიგენტები. ბიჭი დროებით უმუშევარი იყო, ინგლისში ცხოვრობდა. ინგლისელი ჰყავდა ცოლი. როგორც ამბობენ, განქორწინდა და ამიტომ ჩამოვიდა დროებით.

გარდაცვლილები იპოვა პოლიციამ. მათ მეზობლებმა შეატყობინეს. იქ ცხოვრობდა მხოლოდ ეს სამი ადამიანი”, – განაცხადა ოჯახის ახლობელმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ ჰქონდა სავარაუდო დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები, ადგილობრივი მცხოვრები აცხადებს, რომ “არ ეტყობოდა”.

ლევან აბაშიძეს „ტაისონას“ მეტსახელით იცნობდნენ.

მეზობლები ამბობენ, რომ 60 წლის ირინა გედევანიშვილი ლექტორი გახლდათ და სახლში აბიტურიენტებსაც ამზადებდა.

თამარ აბაშიძე ილიაუნში მაგისტრანტი იყო

„ფანტასტიკური ოჯახი იყო. არავინ არ იცის რა მოხდა, მაგრამ ბიჭი ძალიან კარგი იყო, დედა ირინა გედევანიშვილი ზღაპარი ადამიანი იყო. მე გავიგე, რომ ლევანიმ (ტაისონამ) დახოცა დედა და და, მერე მოიკლა თავი. მიზეზი არავინ არ იცის. ყველა გაოგნებულია“, – ამბობს მეზობელი.

ატენის ქუჩაზე და-ძმა თაკო და ლევან აბაშიძეები და მათი დედა ირინა გედევანიშვილი მოკლული იპოვეს

დატოვეთ თქვენი კომენტარი