,,ასე მგონია, იმ დასაქცევ წყალში ხარ და იტანჯები, იქნებ დღეს გათავისუფლდე, დე” – სოფი ნიკოლეიშვილის დედა

,,ასე მგონია, იმ დასაქცევ წყალში ხარ და იტანჯები, იქნებ დღეს გათავისუფლდე, დე" - სოფი ნიკოლეიშვილის დედასოფი ნიკოლეიშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. გოგონას დედა, ლანა ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ ამ ტკივილმა მას ხატვა დააწყებინა და ეს დღეები  მხოლოდ გარდაცვლილი შვილისთვის ხატავდა.

,,ჩემო სკვინჩავ, დედაშენს ფუნჯი რომ არასოდეს აუღია ხელში, ეს 40 დღე შენთვის ხატავდა. 16 ნახატი გაჩუქე, დეო, ეს კი განსაკუთრებულად შენია… სკვინჩაა,  დე. ნეტა, თუ იცოდი, ამ ჩიტის სახელმოზიარე რომ მყავდი… დღეს უნდა გამიფრინდე, ~ ჩემო სკვინჩავ… დღეს უნდა დამტოვო. თან მწყინს, თან შენს შვებასა და ხსნაზე ვფiქრობ/ ასე მგონია, იმ დასაქცევ წყალში ხარ და იტანჯები, დეო… დღეს იქნებ გათავისუფლდე, დეე… იქნებ რომელიმე ჩიტად მომიფრინდე, თუნდაც სკვინჩად, დეოოო…” – წერს ლანა ნიკოლეიშვილი.

16 წლის სოფი ნიკოლეიშვილი ლაგოდეხში, ექსკურსიის დროს წყალში დაიხრჩო.