,,სიმართლის დადგენას ბოლომდე ჩავყვები” – ლაგოდეხში დაღუპული გოგონას დას გავრცელებული ვერსიის არ სჯერა

,,სიმართლის დადგენას ბოლომდე ჩავყვები" - ლაგოდეხში დაღუპული გოგონას დას გავრცელებული ვერსიის არ სჯერალაგოდეხში, ექსკურსიისას ტრაგიკულად დაღუპული 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის და, ბლოგერი სალომე ბარკერი, გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებულ გავრცელებულ ვერსიებს პასუხობს.

სალომე ბარკერი აცხადებს, რომ სიმართლის დასადგენად ბოლომდე იბრძოლებს.

„აქა-იქ მოვკარი თვალი, დაუზარლად ირჩევა, როგორ შეხტა თავნება სოფი ჩანჩქერში და დაიმართა თავს ეს ამბავი.

ეს არ არის სიმართლე და აუცილებლად ბოლომდე ჩავყვები სიმართლის დადგენის ღონისძიებას, ეჭვიც არავის შეგეპაროთ. ჯერ მარტო ის რად ღირს, დღის ორ საათზე მომხდარი ამბავი ყველაზე ბოლოს, ღამის თერთმეტზე რომ გავიგე, თან შემთხვევით.

ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ბევრნი ყოფილხართ. მადლობა”, – წერს სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში.

დაღუპულ მოზარს ხუთშაბათს დაკრძალავენ.