კაცი, რომელმაც შვილის მეგობარი გააუპატიურა, დაკავებულია

კაცი, რომელმაც შვილის მეგობარი გააუპატიურა, დაკავებულიასაქმეთა სამინისტრო ლაგოდეხში 16 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ კაცზე ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1979 წელს დაბადებული ი. ბ. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.

მათიცე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ.-მ 2018 წლის სექტემბერში, 16 წლის არასრულწლოვან გოგონასთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობის მუქარის გამოყენებით, დაამყარა სქესობრივი კავშირი, არასრულწლოვანი დაფეხმძიმდა, რომელმაც მიმდინარე წლის მაისში იმშობიარა.

„შესაბამისად, პოლიციას მას შემდეგ მიმართეს, როდესაც არასრუწლოვანმა ბავშვი გააჩინა. გამოძიების ფარგლებში ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ ი. ბ. ახალდაბადებული ბავშვის მამაა.

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის დ ქვეპუნქტით“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

-ჩემი შვილი გააუპატიურა და აშინებდა, რომ თუ ამას ვინმეს ეტყოდა,მაშინ მშობლებსა და ძმას მოუკლავდა.  ჩემი შვილი მასთან ღამე დარჩა, რადგან  ჩემი შვილი და მისი შვილი ერთად სწავლობენ და მეგობრები არიან. არ ვიცოდით, რომ ორსულად იყო, არც თვითონ ბავშვმა იცოდა. სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს. ჩემს შვილს მოძალადისგან ბავშვი არ უნდა, – აცხადებს დაზარალებულის დედა.