,,ჩემმა შვილმა არ იცოდა, რომ ორსულად იყო” – მოძალადისგან გაჩენილ ბავშვზე ოჯახი უარს ამბობს

,,ჩემმა შვილმა არ იცოდა, რომ ორსულად იყო" - მოძალადისგან გაჩენილ ბავშვზე ოჯახი უარს ამბობსამაზრზენი დანაშაული მოხდა ლაგოდეხში. 16 წლის გოგონას მოძალადისგან შვილი ეყოლა. ამ ისტორიას კიდევ უფრო დრამატულს ის ხდის, რომ ოჯახი ახალდაბადებულ ბიჭუნაზე უარს ამბობს. დრამატულია ისიც, რომ, გოგონას დედის თქმით, მოზარდმა არ იცოდა, რომ ორსულად იყო.

ტელეკომპანია ,,იმედის” ინფორმაციით, 16 წლის მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებული 40 წლის კაცისთვის ეს ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა. მან არასრუწლოვანზე პირველად 2017 წლის 10 სექტემბერს იძალადა.

-ჩემი შვილი გააუპატიურა და აშინებდა, რომ თუ ამას ვინმეს ეტყოდა,მაშინ მშობლებსა და ძმას მოუკლავდა.  ჩემი შვილი მასთან ღამე დარჩა, რადგან  ჩემი შვილი და მისი შვილი ერთად სწავლობენ და მეგობრები არიან. არ ვიცოდით, რომ ორსულად იყო, არც თვითონ ბავშვმა იცოდა. სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს. ჩემს შვილს მოძალადისგან ბავშვი არ უნდა -, აცხადებს დაზარალებულის დედა.

40 წლის კაცს მას შემდეგ დააკავებენ, რაც ექსპერტიზა დაადგენს, რომ ის ნამდვილად ბავშვის მამაა.

ბავშვი, რომელიც ლაგოდეხში ძალადობის მსხვერპლ გოგონას შეეძინა, მამრობითი სქესისაა. ის ლაგოდეხის საავადმყოფოში 30 მაისს დაიბადა. ამჟამად ის ლაგოდეხში ,,არქიმედეს” კლინიკაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. სამართალდამცავებს ინფორმაცია სწორედ კლინიკამ მიაწოდა.

გოგო ამბობს, რომ მისი აღზრდა არ სურს.

-არ ვიცოდი, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, ბავშვი არ მინდა, მაგათი არაფერი მინდა, – ამბობს ის.

-მაგ ბავშვს არ გავზრდით, არ გვინდა, – ამბობს გოგინას დედა.