,,ბევრი მტერი მყავს, ვიღაცას ხელს ვუშლი” – ლაურა ღაჭავას სკანდალური განცხადება ხანძარზე

,,ბევრი მტერი მყავს, ვიღაცას ხელს ვუშლი" - ლაურა ღაჭავას სკანდალური განცხადება ხანძარზე„ლილო სითის” მფლობელი ლაურა ღაჭავა ლილოში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ღაჭავამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ მას მტრები ჰყავს და არ გამორიცხა, რომ ხანძარი მიზანმიმართულად გაეჩინათ.
მისი თქმით, ბაზრის ერთ-ერთმა დირეატორმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ ხანძარი საწყობიდან გაჩნდა, რაც მას ეჭვებს უჩენს.
„ლილო სითის” მფლობელი ამ ეტაპზე კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს იკავებს. ღაჭავას განცხადებით, მოვლენების განვითარებას დააკვირდება.
-ჩემთან ერთად მოხდეს იმ ვიდეოთვალის დალუქვა. ახლა ინფორმაციას ვღებულობ… საიდანაც ცეცხლი გაჩნდა, იქ არც შუქი ყოფილა და არაფერი ყოფილა და უკვე ეჭვი მეპარება რაღაცებში.
ჩინელებმა, მეპატრონეებმა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ საწყობიდან გაჩენილა. საწყობი იყო დაკეტილი. შუქი არ არის, არაფერი არ არის. მითხარით, საიდან ცეცხლი?! ვინმემ ხომ არ შეაგდო რაღაც? ვინ ამას ჯერ ვერ ვამბობ. ძალიან ბევრი მტერი მყავს. ვერ გეტყვით, ვის შეეძლო, გაეკეთებინა,- თქვა ღაჭავამ.

კითხვაზე უკავშირებს თუ არა ის მომხდარს შვილების, ძმები კოდუების  საქმიანობას, ლაურა ღაჭავამ თქვა: ,,საკუთრ საქმიანობას უფრო ვუკავშირებ”.

ნიუპოსტი