ლილოში ერეკლე კოდუას დედის ობიექტი იწვის – ,,შეიძლება ხანძარი განზრახ გააჩინეს”

ლილოში ერეკლე კოდუას დედის ობიექტი იწვის - ,,შეიძლება ხანძარი განზრახ გააჩინეს",,ამ ტერიტორიის მეპატრონე არის ლაურა ღაჭავა, არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის იმასაც, რომ ხანძარი განზრახ იყოს გაჩენილი”, – ამის შესახებ „ჩაინა ლილო სითის“ წარმომადგენელმა ზვიად ქირიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან მეხანძრეების მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ხანძარი უკვე ლოკალიზებული იყო, როდესაც მეხანძრეებს წყალი არ ჰქონდათ და ცეცხლი ისევ გაღვივდა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არაფერს გამორიცხავდა და „სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლაზე“ ისაუბრა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. ლაურა ღაჭავა ერეკლე კოდუას დედაა.

ლილოში ე.წ. ჩინელების ბაზრობაზე ხანძარს 17 სახანძრო ბრიგადა აქრობს.

ინტერპრესნიუსი