35 წლის შვილმა დედის და 5 ადამიანის ცოცხლად დაწვა სცადა – ბინა იპოთეკით ჰქონდათ დატვირთული

35 წლის შვილმა დედის და 5 ადამიანის ცოცხლად დაწვა სცადა - ბინა იპოთეკით ჰქონდათ დატვირთულიქუთაისში მომხდარი საზარელი ფაქტის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა 35 წლის ირაკლი კანკავამ, დედის ნანა ბერიას საცხოვრებელი სახლი დაწვა. შედეგად სულ 7 ადამიანი დაშავდა, აქიდან ყველაზე პატარა 10 წლისაა. დედა-შვილის მდგომარეობა კი მძიმეა.

ირკვევა, რომ ბერიას კუთვნილი ბინა იპოთეკით არის დატვირთული. ამ ეტაპზე უცნობია უკავშირება თუ არა მომხდარი ქონებრივ დავას.
მეზობლები ამბობენ, რომ გაიგეს ნანა ბერიას ხმა, რომელიც ყვიროდა, რომ მისი შვილი კორპუსის დაწვას აპირებდა. მანამდე კი მეზობლებმა დედა-შვილის ჩხუბის ხმა გაიგეს.

ნიუპოსტი