აღაიანში მოკლული ჩვილის მამა შეიძლება დააკავონ

აღაიანში მოკლული ჩვილის მამა შეიძლება დააკავონგამოძიების ინფორმაციით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში დედამ 7 თვის შვილი გაგუდა და სახლიდან გაიქცა. მას ბრალი უკვე წაუყენეს, თუმცა შესაძლოა პოლიციამ ჩვილის მამაც დააკავოს.

-მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ მ. შ. ორსულობის დადგომის დროისთვის იყო 16 წლის ასაკს მიუღწეველი, რაც შეიცავს საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს.

შესაბამისად, გამოძიება ამ მიმართულებით უკვე აქტიურად მუშაობს. ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიღების შემდეგ გამოძიება იმსჯელებს კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხზე, – განუცხადეს „პრაიმტაიმს“ შსს-ში.

შეგახსენებთ, 21 მაისს, გამთენიისას ბავშვის მამამ საბავშვო ეტლში 7 თვის ჩვილი გარდაცვლილი იპოვა. მამა ამბობს, რომ ამ დროს ბავშვის დედა სახლში უკვე აღარ იყო. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ  ის თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს.

პრაიმტაიმი